კვირაზე ოდნავ მეტი ხანი გავიდა ახალი iPad-ის პრეზენტაციიდან და რიგები უკვე დადგა მაღაზიების წინ. მაიკლ ვოლკლმა, Canaccord Genuity-ს ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ახალი iPad-ის გიგანტური შეკვეთები დაკმაყოფილდება მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ.
ახალი iPad-ის ტექნიკური პარამეტრების გათვალიწინებით iOS-ის აპლიკაციებთან ერთად, ჩვენ ველოდებით რომ Apple გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას. ახალმა iPad-მა კიდევ ერთხელ აწია თამასა კონკურენტებთან მიმართებაში. მათ კვლავ მოუწევთ ლიდერის დაწევა, ტრადიციულად.
– მაიკლ ვოლკლი, Canaccord Genuity-ს ანალიტიკოსი
ანალიტიკოსის განცხადებით, გაუმჯობესებული აპარატურული სპეციფიკაცია და შესანიშნავი ეკოსისტემა ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, ახალ iPad-ს განუმეორებელს ხდის.
წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ვოლკლის არ დაუზუსტებია, ვინაიდან ეს დახურული ინფორმაცია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გასულ წლებს, ინფორმაცის მივიღებთ გაყიდვების დაწყების შემდეგ.
ეს უკვე ხვალ მოხდება.
წყარო: eic