კომპანია Microsoft-ის ძველ გამოგონებაზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ გავიგოთ — ჩვენს წინაშეა სმარტფონების წინაპარი. ამ პორტატულ მოწყობილობაზე არის აპლიკაციები: ელფოსტა, მისამართების წიგნი, საათი, ამინდი, წიგნებისა და მუსიკის არქივი და ა.შ. ხოლო ეკრანის დანარჩენ ნაწილს იკავებს ვიჯეტები, რაც ახლანდელ Android-ზე სიახლე აღარ არის.
გამოგონების ავტორი — ნათან მაირვოლდი, იმ დროს Microsoft-ის თანამშრომელი.
თუმცა Microsoft-მა ვერ დაინახა ამ ადამიანის გამოგონებაში სიახლის მარცვალი: ოცი წლის წინ ცოტა ეჭვის თვალით შეხედეს ამ ყველაფერს — საინტერესოაო, მაგრამ სარისკოა ბაზარზე გამოშვებაო. და მართლაც, ამის შემდეგ სხვა კომპანიების მცდელობა, ბაზარზე ამდაგვარი პროდუქტის გამოშვებისა, ფიასკოს განიცდიდა. General Magic-ის Magic Cap, Apple-ის Newton MessagePad, მათი გაყიდვები არ იყო დიდი. პირველი წარმატება Palm Pilot-ს ხვდა წილად, მაგრამ ეს უკვე 1997 წელი იყო.
ყველაზე მიახლოებული ვარიანტი თანამედროვე სმარტფონისა გამოუშვა IBM-მა, 1993 წელს ტელეფონი Simon, მართლაც ჰგქვს თანამედროვე სმარტფონს, ოღონდ გაცილებით მძიმეა.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ იმ წლების ტექნოლოიების განვითარების დონე. არ იყო ინტერნეტი, ხოლო როცა ინტერნეტი გაჩნდა, არ იყო უსადენო ქსელები. Microsoft-ის კონცეპტშიც კი უსადენო კავშირისათვის გათვალისწინებული იყო ინფრაწითელი გადამცემი, ხოლო საფოსტო აპლიკაციის გარდა გათვალსიწინებული იყო ფაქსიც.
ერთადერთი, რაც დღემდე ფუტურისტულად გამოიუყრება ამ მოწყობილობაში, გახლავთ ელექტრონული საფულე. ალბათ ავტორის მოსაზრებით, ამ მოწყობილობას დროთა განმავლობაში საკრედიტო ბარათი უნდა ჩაენაცვლებინა. დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ასპექტი მოგვარებული არ არის.
წყარო: theverge.com