ეფლის ტექნიკა იაფი არ არის. მათ შორის კვების ბლოკებიც. მაგრამ რატომ ხდება ასე? მხოლოდ იმიტომ, რომ ბრენდის სახელსითვის გვიწევს ზედმეტი ფასის გადახდა? აშკარად არა, რაშიც ჩვენ პირადად დავრწმუნდით შარშან „ჭკვიანი“ Thunderbolt-კაბელის გამოჩენისას. ახლა მოდი ჩავიხედოთ ნაკლებ ეგზოტიკურ მოწყობილობაში — კვების სტანდარტულ USB-ბლოკში. უფრო სწორად ამას გააკეთებს ბლოგერი კენ შირიფი, ხოლო ჩვენ მოგითხრობთ მისი კვლევის შედეგებს.
კენმა გახსნა ადაპტერი და დაიწყო მისი კომპონენტების შესწავლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა — ჩანგლის (ე.წ. „ვილკის“) არაჩვეულებრივად გამძლე კბილებია. 2008 წელს Apple-მა უკან გამოიხმო ადაპტერების ნაწილი, ვინაიდან მათში ჩანგალი კარგად არ იყო დამაგრებული და ხანდახან დენის ჩასართველშიც კი იჭედებოდნენ. სწორედ მაშინ მოხდა კვების ბლოკის გაუმჯობესება და ახლა თქვენ ბრტყელტუჩათიც კი ვერ შეძლებთ მათ ამოძრობას კორპუსიდან. შედარებისათვის, ყალბ ადაპტერში მას არანაირად არ ამაგრებენ, ხოლო Samsung-ის ადაპტერში — ამაგრებენ, მაგრამ ბრტყელტუჩათი მათი ამოძრობა შესაძლებელია.
ამის გარდა, ადაპტერში გნთავსებული ორივე პლატა ფრიად მინიატურულია სხვა კომპონენტებთან — რეზისტერებთან, კონდესატორებთან და ინდუქციის კოჭასთან მიმართებაში:
Apple-ის კვების ბლოკი — მაღალხარისხოვანი ნაკეთობაა, რომელიც შექმნილია გაფილტრული დენის გამოსამუშავებლად. ცხადია, რომ ელექტრომაგნიტური ხარვეზების შემცირებისათვის Apple-მა უამრავ ხერხს მიმართა. ადაპტერის გახსნისას მე ველოდებოდი სტანდარტული კომპლექტაციის ხილვას, მაგრამ Samsung-ის ადაპტერთან შედარებისას მივედი დასკვნამდე, რომ Apple-მა ზოგადად მიღებულ წესებს ბევრად გადაუხვია.
Apple-ის კონსტრუქცია ითვალისწინებს დაცვის მრავალფენოვან შრეებს, რომლებსაც მიეკუთვნება ზეგამძლე კბილები და გადახურებისაგან ან გადატენვისაგან დაცვის ურთულესი სქემა. საიზოლაციო დაშორება ორ პლატას შორის აგრეთვე სცილდება სტანდარტების ფარგლებს.
ზომით მცირე დამტენი მოწყობილობა გავშებულია სხვადასხვა ტექნოლოგიებით. Apple-მა უამრავი ძალისხმევა ჩადო, რათა გაეკეთებინა ხარისხიანი და უსაფრთხო ადაპტერი. თუმცა ეს ყველაფერი მაღალი ფასის ხარჯზე მოხდა.
— კენ შირიფი
წყარო: gizmodo