თურმე ნუ იტყვით და რომ ავიღოთ AppleTV, ამოვყაროთ მისი შიგთავსი, დავაყენოთ კონკრეტული ჩიპები, შევცვალოთ პორტების კონფიგურაცია და ასევე ევღებოთ თერთად — მივიღებთ როუტერს. რა მარტივია, არა?
როდესაც ისეთ დიდ და სერიოზულ ღონისძიებაზე, როგორც WWDC 2012-ია, პრეზენტაციის გეგმაში გიზის ორი ნოუთბუკის განახლება, სრულიად ახალი ნოუთბუკი და ორი საოპერაციო სისტემა, წვრილმანებისათვის დრო აღარ გრჩება. ზუსტად ასე მოხდა AirPort Express-ის შემთხვევაში, ის სრულიად წყანარად გამოჩნდა Apple-ის საიტზე განახლებული სახით. და სიმართლე გითხრათ, მე ის ძალიან მომწონს.
მართალია აქამდე არსებული მოდელი ასევე არაჩვეულებრივად ლამაზი იყო დიზაინის თვალსაზრისით და აგერ სამსახურში შესანიშნავად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს, არც ახალი მოდელია ნამდვილად ურიგო. მაგრამ მოდი ვნახოთ, რამდენად უღირდა Apple-ს მისი განახლება, რა აქვს მას ახალი? მასში ახალი არის Ethernet-ის ორი პორტი, ასევე სიახლეა Wi-Fi 802.11n-ის ორ დიაპაზონში მუშაობის შესაძლებლობა.
ბოლოს ეს მოწყობილობა 2008 წელს გაანახლა Apple-მა. ფასი? ფასი არ შეცვლილა, 99 დოლარი.
წყარო: apple.com