ინჟინრებს ერთი კარგი წესი აქვთ: „თუ მუშაობს — ხელი არ ახლო“. სწორედ ეს აზრი გაგიელვებს უნებლიედ, როდესაც ასეთ მოარულ ხმას გაიგებ. iTunes Store დღეისათვის სრულიად ნორმალურად მუშაობს — ალბათ იმიტომაც, რომ სხვას ვერაფერს შევადარებთ. მიუხედავად ამისა, კუპერტინოში გაქაფული მუშაობენ არა მარტო ამ პროგრამის რედიზაინზე, არამედ მუსიკისა და ფილების კროს-პლათფრომულ მაღაზიაზე, რომელიც წელს გამოვა.
Bloomberg გვატყობინებს: iTunes-ის ახალი ვერსია წელს გამოვა. და ეს არ იქნება მინორული, არამედ ნამდვილად სერიოზული განახლება. ახალ ვერსიაში, მე-11 ნომრად რომ მოგვევლინება, არა მარტო გამარტივებულ ინტერფეისს მივიღებთ, არამედ iCloud-ის კიდევ უფრო მძლავრ მხარდაჭერას.
iTunes-ის ახალი ვერსია შეცვლის მომხმარებლების მიერ ახალი შიგთავსის მოძიებისა და შენახვის გზებს.
ყველაფერი ეს ძალიან ჰგქვს iTunes Match-ის ფუნქციონალს. თუმცა საეჭვოა, რომ Apple-მა უფასო გახადოს საკმაოდ წარმატებული ფასიანი სერვისი. პროგრამის ახალი ვერსია ასევე დაიკვეხნის სოციალურ ქსელებთან ურთიერთქმედების გაფართოებული შესაძლებლობებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, iTunes-ში გაჩნდება Twitter-ისა და Facebook-ის მხარდაჭერა, სადაც შეძლებთ მოწონებული შიგთავსის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
სავარაუდოდ ახალი ვერსიის წარმოდგენა ახალი iPhone-ის გამოსვლისას მოხდება.
წყარო: Apple Insaider