საკითხი ეხება არა უბრალოდ რეკორდის დოკუმენტალურ ფიქსაციას, არამედ ამ რეკორდების რაოდენობას. უკვე მერამდენე წელია Apple ზედიზედ გაცნობს ისეთი შემოსავლების შესახებ, რომლის გამოც ბაზრის სხვა მოთამაშეებს კუჭის წყლული ფრიად გაღიზიანებული აქვთ. ეს კვარტალიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.
2012 წლის მესამე ფინანსური კვარტლის შემოსავლებმა 35 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ — 8.8 მილიარდი დოლარი (9.32 დოლარი თითო აქციაზე). იმავე პერიოდში გასულ წელს: 28.6 მილიარდი დოლარი შემოსავალი და 7.3 მილიარდი მოგება (7.79 დოლარი აქციაზე). შემოსავლის 62% მიღებულია გარე ბაზრებზე.
მოწყობილობათა გაყიდვების რაოდენობრივი მაჩვენებლები:
+ 26 მილიონი iPhone (28% ზრდა გასული წლის იგივე პერიოდისათვის)
+ 17 მილიონი iPad (84% ზრდა გასული წლის იგივე პერიოდისათვის)
+ 4 მილიონი Mac-კომპიუტერი (2% ზრდა)
— 6,8 მილიონი iPod (10% ვარდნა)
წყარო: apple