ცოტა ძნელია აპლიკაციაზე საუბარი, როდესაც ცოცხლად არ გინახია და მხოლოდ ეკრანული სურათები გაქვს. ცოტაა, მაგრამ მაინც შევეცდები მოგითხროთ მის შესახებ, ვინაიდან ოქტომბერში, როდესაც ის გამოვა, ბევრი საიამოვნო პურპრიზი გველოდება.
რიგითი ნომრის შესახებ ჯერ გარკვეული ინფორმაცია არ გვაქვს, Apple-ს ეს საკითხი მკაფიოდ არ გაუშუქებია. აქცენტი გაკეთდა რადიკალურად ახალ ინტერფეისზე — ის მაქსიმალურად შემსუბუქებულია არასაჭირო ელემენტებისაგან, ასევე გამარტივდა ამ აპლიკაციასთან მუშაობა.
ახლა ნავიგაცია მარტივია მოსახერხებელი ფოლტრების მეშვეობით — ჩამოსაშლელ სია მარცხნიდან (მუსიკა, ფილმები, სერიალები, აპლიკაციები), ცენტრში კი მოთავსებულია პროფილური ფილტრები. ალბომების დათვალიერების რეჟიმს დაემატა Extended view, როდესაც შეგიძლიათ შეიხედოთ ალბომში, აირჩიოთ სასურველი სიმღერა, კვლავ ჩაკეცოთ ალბომი და განაგრძოთ ბიბლიოთეკის თვალიერება.
განახლებული მინი-პლეერი უფრო კომპაქტური გახდა — ძირითადში ახალი ღილაკის Up Next წყალობით, რომელიც მომხმარებელს უჩვენებს რიგში შემდგომ კომპოზიციას.
iTunes Store-ის ინტერფეისიც გადამუშავდა და ოპტიმიზირებულია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ის უკვე უნიფიცირებულია სამივე პლათფორმაზე — OS X, iOS, Windows.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. დაველოდოთ.
წყარო: Apple