ზუსტად როგორც იყო დაგეგმილი, გუშინ Apple-მა გამოუშვა თავისი მობილური საოპერაციო სისტემის მორიგი, მეექვსე ვერსია. ახალ ვერსიაში 200 ახალი ფუქნციაა დამატებული, რუკების, Facebook-თან ინტეგრაციის, ციფრული საფულის Passbook-ისა და გაუმჯობესებული Siri-ს ჩათვლით. ახალი ვერსიის დაყენება შესაძებელია iTunes-ის საშუალებით, ან პირდაპირ მობილურ მოწყობილობაზე „ჰაერიდან“.
iOS 6-თან თავსებადი მოწყობილობების სია მოიცავს iPad-ის ბოლო ორ თაობას, iPod touch-ის მეოთხე და უფრო ახალ თაობებს, აგრეთვე iPhone 3GS, iPhone 4 და iPhone 4S და რათქმაუნდა iPhone 5.
ბმულები თემასთან დაკავშირებით:
http://support.apple.com/kb/DL1578
განახლების აღწერა
http://www.apple.com/ios/whats-new/
აღწერა დასურათებული
ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ დეტალურ აღწერას ქართულ ენაზე.
წყარო: apple.com