iOS 6-ის გამოსვლასთან ერთად Apple-მა გამოუშვა 10.8 სისტემის განახლებების დიდი ნაკადი. უმთავრესი გახლავთ განახლება 10.8.2, რომელიც ხელმისაწვდომია Mac App Store-იდან.
ახლა მოდი ვნახოთ, თუ რისგან შედგება ეს განახლება:
- Facebook-ში ერთიანი იდენტიფიკაციის სისტემა
- ბმულებისა და ფოტოების ექსპორტის შესაძლებლობა
- მეგობრების საკონტაქტო ინფორმაციის გადატანა Facebook-იდან მისამართა წიგნში
- Facebook-ის შეტყობინებები „შეტყობინებათა ცენტრში“
Game Center
- თამაშების ანგარიშების ექპორტი Facebook-სა, Twitter-სა, Mail-სა და შეტყობინებებში
- Facebook-ის მეგობრები ემატება Game Center-ის მეგობრების სიას რეკომენდაციების საკითხში
- თამაშებისათვის Facebook-ის ღილაკი „მომწონს“.
- ეპაექრეთ მეგობრებს თამაშებში, რათა მათ უკეთესი შედეგები აჩვენონ
სხვა ახალი ფუნქციები
- Power Nap-ფუნქციის მხარდაჭერა 2010 წლის MacBook Air-ებში
- iMessage-შეტყობინებები, რომლებიც გაგზავნილია თქვენს ტელეფონზე, ასევე მოხვდება კომპიუტერშიც
- შეგიძლიათ დაამატოთ ახალი რუკები Safari-დან და Mail-იდან მაკზე თქვენს Passbook-ში მობილურ მოწყობილობებში
- შეხსენებების ახალი, საერთო სიები
- FaceTime-ში შემოდის გამოძახება, რომელიც თქვენს ტელეფონის ნომერზე შემოვიდა
- დახარისხების ახალი პარამეტრები საშუალებას გაძლევთ დაახარისხოთ შენიშვნები შექმნისა და ცვლილების თარიღის მიხედვით
- კარნახის ფუნქცია მხარს უჭერს ჩინური ენის მანდარინისა და კანტონის ვარიანტებს, აგრეთვე ესპანურს, კორეულს, კანადურ ინგლისურს, კანადურ ფრანგულსა და იტალიურ ენებს
- პროგრამა „ლექსიკონი“ შეიცავს ფრანგული ენის განმარტებით ლექსიკონს
განახლება 10.8.2 ასევე შეიცავს საოპერაციო სისტემის საერთო სახის შეცდომების გასწორებას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობის დონის მატებას. ასევე გვაქვს შემდგი სახის სიახლეები:
- შეტანილი ცვლილებების გაუქმება დოკუმენტის საწყის ვერსიაში „შენახვა როგორც“ პარამეტრის არჩევისას
- წერილების მონახაზები ავტომატურად იხსნება Mail-ის გაშვებისას
- Twitter-ის შეტყობინებების მიღება „შეტყობინებათა ცენტრში“
- მისამართების შემოკლება ტვიტის გაგზავნისას „შეტყობინებათა ცენტრიდან“
- AirPlay-ს ფუნქციის გამოყენებისას შეტყობინებების ითიშება
- SSL-ის მხარდაჭერა Google-ში საძიებო მოთხოვნებისას Safari-ს ჭკვიანი ძებნის ველიდან
- Safari-ს გაშვების ახალი შესაძლებლობა ადრე გახსნილი ვებ-გვერდებით
ასევე ხელმისაწვდომი გახდა OS X Lion 10.7.5 Gatekeeper-ფუნქციით.
10.7.5 ასევე შეიცავს შემდეგ განახლებებს:
- გასწორებულია პრობლემა Launchpad-ის ხატულებზე, როდესაც ხელახალი ჩატვირთვისას შესაძლოა შეცვლილიყო მათი ტოპოლოგია
- გაუმჯობესებულია Wi-Fi-ს საიმედოობა iMac-ზე (2009 წლის, ან უფრო ახალი მოდელები)
- Spotlight-ში მოგვარებულია SMB-სერვერების ძებნის პრობლემა
- გაუმჯობესებულია Active Directory-სერვერებთან დაკავშირების საკითხი
Security Update 2012-004 (Snow Leopard)
2,36 მბაიტი
მცორე ზომის განახლება, რომლის დანიშნულება აღწერილია აქ: http://support.apple.com/kb/HT1222.
Security Update 2012-004 Server (Snow Leopard)
276,45 მბაიტი
iPhoto 9.4
757,61 მბაიტი, OS X 10.8.2 ან უფრო ახალი.
iCloud Control Panel for Windows v2.0
45,24 მბაიტი, Windows Vista SP2 და უფრო ახალი.
წყარო: Apple – Support – Downloads