მცირე სიახლემ British bank Barclays-ისაგან საშუალება მოგვცა შუქი მოგვეფინა Apple-ის კიდევ ერთი ახალი გაჯეტის შესახებ. მათი მონაცემებით, ტექნოლოგიური გიგანტი მუშაობს iPad mini-ის გამოშვებაზე და რაც მთავარია, ჩვენ ამ მოწყობილობას ოქტომბერში ვიხილავთ.
როგორც გავარკვიეთ, ტაივანში, ქარხანა Pegatron-ში დაწყებულია iPad-ის ახალი მოდელის წარმოება. 27 სექტემბრით დათარიღებულ ანალიტიკურ შენიშვნაში წერია, რომ 2012 წლის ბოლომდე Pegatron დაამზადებს 3 მილიონ მოწყობილობა.
მაგრამ უბრალოდ ინფორმაციის გარდა, საიტზე NowhereElse გამოქვეყნდა მოსალოდნელი სიახლის სურათები. მოდით, უფრო ახლიდან ვნახოთ ეს მოდელი და შევადაროთ სხვა 7 დუიმიან კონკურენტებს.
შედარებამდე საკონტროლო აზომვები ჩავტაროთ. ახალი iPad-ის სიგრძე გახლავთ 20 სმ, სიგანე — 13,5 სმ, ხოლო სისქე — 7,69 მმ.
ახლა შევადაროთ ეს მოწყობილობა სულ ცოტა ხნის წინ გამოსულ iPhone 5-ს.
შეხედეთ შემდეგ ფოტოს და სთქვით, რომ ამ ახალი მოწყობილობისათვის არ არის ადგილი iOS-მოწყობილობათა შორის! არის და ძალიან კარგად ჯდება ეკოსისტემაში.
რაც შეეხება ახალი მოწყობილობის პრეზენტაციას, სავარაუდოდ ეს უნდა მოხდეს 17 ოქტომბერს.
წყარო: pat