საკმაო ლოდის შემდეგ, ეს როგორც იქნა მოხდა: ამ ღამით Google-მა გამოუშვა თავისი Google Maps აპლიკაცია iOS-პლათფორმისათვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ნავიგაცია, ხმოვანი მხარდაჭერა, Street View-რეჟიმი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სვლაგეზი — აი ძირითადი ფუქნციები. დანარჩენზე ქვემოთ მოგახსენებთ.
პირველი შთაბეჭდილება: რუკები ვექტორულია (შესაბამისად აპლიკაცია საკმაოდ სწრაფად მუშაობს), კავშირგარეშე რეჟიმისათვის რუკების ჩამოტვირთვა არ მუშაობს, Street View-ს ჩართვა წინასწარ საჭიროებს ადგილმდებარეობის გარკვევას GPS-ით, iPad-ვერსია ჯერ არ არის.
ახლა კი, რამდენიმე ეკრანული სურათი.
გადმოსაწერი ბმული: Google Maps for iOS
წყარო: Google Lat Long