გასული ღამით კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა 2013 წლის თავისი პირველი ფინანსური კვარტლის შედეგები (შეგახსენებთ, რომ Apple-ში ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება). გთავაზობთ სტატისტიკურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ფინანსური მაჩვენებლები:
- ამონაგები — 54,5 მილიარდი დოლარი (2012 წლის იგივე პერიოდში — 46,4 მილიარდი დოლარი, ზრდამ 17 % შეადგინა)
- სუფთა მოგება — 13,1 მილიარდი დოლარი (2012 წელს — 13 миллиардов დოლარი)
- მოგება თითო აქციაზე — 13,9 დოლარი
- თავისუფალი სახსრები — 137 მილიარდი დოლარი
გაყიდვები:
- iPhone — 47,8 მლნ. მოწყობილობა (2012 წელს — 37 მლნ. მოწყობილობა, ზრდამ 29 % შეადგინა)
- iPad — 22,9 მლნ. მოწყობილობა (2012 წელს — 15,4 მლნ. მოწყობილობა, ზრდამ 49 % შეადგინა)
- Mac — 4,1 მლნ. კომპიუტერი (21 % ნაკლები, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში)
- iPod — 12,7 მლნ. ცალი (18 % ნაკლები, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში)
- Apple TV — 2 მლნ მოწყობილობა
Apple Store:
- Apple Store-იდან შემოსავალი — 6,5 მილიარდი დოლარი
- გახსნილია 11 ახალი საცალო მაღაზია, მათი საერთო რაოდენობა — 401
- Apple იღებს თავისი შემოსავლის 61 % აშშ-ს გარეთ
Apple-ის სერვისები:
- მომხმარებლები ყოველდღიურად 2 მილიარდ შეტყობინებას აგზავნიან iMessage-ით
- შეტყობინებათა ცენტრში გაიარა 3 ტრილიონმა შეტყობინებამ
- მუშაობა ახალ რუკებზე კვლავ გრძელდება
- კომპანიამ დეველოპერებს გადაუხადა 7 მილიარდი დოლარი
საინტერესო ფაქტები:
- Apple ყიდის 3,7 მლნ iPhone-სა და 1,7 მლნ iPad-ს ყოველ კვირას
- პირველ კვარტალში წამში იყიდებოდა 10 iOS-მოწყობილობა
- Mac-ის გაყიდვების ვარდნა განპირობებულია ახალი iMac-ის მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდების პრობლემებით
- ტიმ კუკმა უარყო ჭორი, თითქოსდა iPhone-ისათვის შემცირებულია მაკომპლექტებელი ნაწილების შესწყიდვა
- კომპნიას უჭირს დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებელი საჭირო პროდუქციით — მოთხოვნა წარმოუდგენლად დიდია
- რამდენიმე დღეში კიდევ 36 LTE-ოპერატორი გაუშვებს iPhone 5-ს გაყიდვაში
- დივიდენდების გადახდა — 14 თებერვალს
ციფრები მართლაც შთამბეჭდავია. პირადად მე ძალიან მიხარია კომპანია Apple-ის წარმატებები და ვისურვებდი, რომ შემდეგი კვარტალი კიდევ უფრო უხვშემოსავლიანი იყოს!
წყარო: apple.com