ტიმ კუკის წარსული და ზოგადად ცხოვრება უცნობია Apple-ის მოყვარულთა უმრავლესობისათვის. ალბათ, უკეთესიცაა. მაგრამ დრო და დრო სხვადასხვა ადგილას ქვეყნდება საინტერესო ისტორიები კომპანიის გენდირის წარსულის შესახებ. ამჯერად თქვენს წინაშე წარსდგება ფოტოები გიმნაზოაში სწავლის დროიდან, ასევე მისი თანაკლასელების მოგონებები.
ტიმი დადიოდა ქალაქ რობერტსდეილის სკოლაში, ალაბამას შტატში. ჯობსისგან განსხვავებით, რომელიც სწავლით თავს დიდად არ იკლავდა, ტიმ კუკი ბეჯითი მოსწავლე იყო და არა ერთი პრიზი აუღია სწავლის განმავლობაში. მის შესახებ საკუთარ შვილს მოუყვა მისმა თანაკლასელმა, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა. კლასელის შესახებ თბილი მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა გარდაცვლილს: მეათე კლასელი ტიმი დაეხმარა მის მშობლებს ოჯახურ ფარმაცევტულ ბიზნესში.
თუმცა არა მარტო ეს ოჯახი იყო მადლიერი Apple-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელის. ძალიან ბევრი ადამიანი რობერტსდეილში დღემდე ემადლიერება მას და ძალიან ამაყობენ, რომ ტიმმა ასეთ წარმატებას მიაღწია.
წყარო: reddit