ეს ნაღვლიანი ისტორია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, გამოაქვეყნა Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა, დავით გელფმანმა. ეს ისტორია კიდევ ერთი კუთხით წარმოგვიდგენს კომპანიის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის პიროვნებას.
Apple-ში თორმეტი წლის მუშაობის განმავლობაში დავით გელფმანს არასდროს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ სტივ ჯობსთან პირადად ესაუბრა. ისევე როგორც სხვა თანამშრომლები, მას შეეძლო დაენახა ჯობსი დრო და დრო Apple-ის კამპუსის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ საუბარამდე საქმე არ მიდიოდა. სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშვა.
2010 წელი იყო და Apple ემზადებოდა მსოფლიოსათვის თავისი პირველი პლანშეტის წარმოდგენისათვის, რომელსაც iPad დაარქვა. სწორედ ამ დროს დავით გელფმანის მეგობარი უკვე მძიმედ ავადმყოფი ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნით საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს სულ რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ დევიდი ემზადებოდა სან-ფრანცისკოში გასამგზავრებლად, რათა უკანასკნელად მოენახულებინა მეგობარი.
აქ მცირე გადახვევა უნდა გავაკეთოთ და მოვუყვეთ მკითხველს იმის შესახებ, რომ დავით გელფმანის მეგობარი უშუალოდ დაკავშირებული იყო IT-სფეროსთან და გარკვეული პერიოდი Adobe-შიც იმუშავა. სწორედ ამიტომ დევიდმა გადაწყვიტა, რომ მეგობრისთვის საინტერესო იქნებოდა სრულიად ახალი ტიპის მოწყობილობის, რომელიც ჯერ დაანონსებულიც კი არ იყო, ნახვა. სამსახურებრივი განაწესის მიხედვით, გელფმანს შეეძლოს ესარგებლა მოწყობილობის საბოლოო ვერსიით, მაგრამ ოფისის გარეთ გატანა, ან უცხო პირებიათვის ჩვენება სასტიკად ეკრძალებოდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო უფლება მიეცა ამ ქმედებაზე, სტივ ჯობსი იყო.
დრო ცოტა იყო, ამიტომ დავითმა წერილი მისწერა სტივს.
From: David Gelphman
Subject: unusual request
Date: March 23, 2010 9:04:55 AM PDT
To: Steve Jobsსალამი
დღეს (სამშაბათს) მე მივემგზავრები სან-ფრანცისკოში, რათა მოვინახულო უკურნებელი სენით დაავადებული მეგობარი. მე მითხრეს, რომ მას რამდენიმე დღე დარჩა გარდაცვალებამდე. მას ღვიძლი გადაუნერგეს თებერვალში და ჩვენ იმედი გვქონდა გამოჯანმრთელებისა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.
Apple-ში მე უფლება მაქვს ვიმუშაო iPad-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მე ძალზედ სერიოზულად ვეკიდები უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც კომპანიაში მოქმედებს. ამიტომ იმედი მაქვს თქვენგან მივიღო უფლება, რათა ვაჩვენო iPad ჩემს მეგობარს, თუმცა ამის გაკეთება 3 აპრილამდე არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში მე არასოდეს არ მოგმართავდით აღნიშნული თხოვნით და ახლაც ვერ გავბედავ იმედი ვიქონიო იმაზე, რომ ეს თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.
მადლობას გიხდით აღნიშნული თხოვნის განხილვისათვის.
დავით გელფმანი
ტექსტიდანაც აშკარაა, რომ დავითს იმედიც არ ჰქონდა დადებით პასუხზე. მითუმეტეს დიდი იყო მისი განცვიფრება, როდესაც სულ რაღაც 2 წუთსა და 9 წამში მოვიდა პასუხი სტივისგან.
From: Steve Jobs
Subject: Re: unusual request
Date: March 23, 2010 9:07:04 AM PDT
To: David GelphmanOK
გაგზავნილია iPhone-იდან
ასეთი მოკლე, მაგრამ ტევადი იყო Apple-ის ხელმძღვანელის პასუხი. დავითმა შეძლო iPad-ის მიტანა საავადმყოფოში, თუმცა მისი ჩვენება არ დასცალდა. მისი მეგობარი გონზე მოუსვლელად იმავე დღეს გარდაიცვალა…
წყარო: DavidGelphman