Apple-ის ურთიერთობა საცალო გაყიდვების მაღაზიებთან ყოველთვის დაძაბული იყო. მაგრამ საერთო ენის გამონახვა მაინც საჭირო იყო: ჯერ ერთი, რესელერები — შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროა, მეორეც, 1997 წელს სულ ცოტა დრო რჩებოდა ახალი iMac-ების გამოშვებამდე.
ერთ-ერთი საკუთესო საცალო გაყიდვების ქსელი Apple-ისათვის, სანამ ეს უკანასკნელი საკუთარ ქსელს გახსნიდა, იყო CompUSA. უფრო მეტიც, CompUSA-ს მაღაზიები ფაქტიურად ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა Mac-ის ცოცხლად ნახვა, სასარგებლო რჩევის მიღება კონსულტანტისაგან და ა.შ.
სამწუხაროდ, CompUSA-ს თავისი ნაკლიც ჰქონდა. ძალიან ხშირად ხდებოდა ისე, რომ დახლებზე Apple-ის ყველა პროდუქტი არ იყო გამოფენილი. მოკლედ, იდეალური არაფერი იყო ცის ქვეშ.
მაგრამ ყველაფერი 1997 წლის 4 ნომებერს შეიცვალა, როდესაც Apple-მა CompUSA-მ ოფიციალურად გამოაცხადეს თანამშრომლობის ახალი ხელშერულების ხელმოწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც, CompUSA-ს ყოველ მაღაზიაში გაიხსნებოდა სპეციალური Apple-განყოფილება, სადაც მომხმარებელი არა მარტო შეძლებდა Apple-ის პროდუქტების გასინჯვას, არამედ პროფესიულ რჩევასაც მიიღებდა კონსულტანტისაგან.
შედეგად, როგორც უკვე ხვდებით, ამ ხელშკერულებამ ნაყოფი გამოიღო: iMac-ების გაყიდვის ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.