თორმეტი წლის წინ ამ მოწყობილობამ, რომლესაც კომპაქტური ზომები და მოსახერხებელი მართვის ბორბალი ჰქონდა, შესრულებული იყო თეთრ ფერში და თავსებადი მხოლოდ Macintosh-ის კომპიუტერებთან, გამოაღვიძა სრულიად მუსიკალური ინდუსტრია. მან ნამდვილი ფურორი მოახდინა, ნამდვილი რევოლუცია, თუმცა თავიდან ცოტას თუ სჯეროდა, რომ მისი ზემოქმედება ასეთი იქნებოდა.
როგორც უკვე მიხვდით, საუბარია iPod-ზე, Apple-ის პირველ მუსიკალურ დამკვრელზე, რომლის წარმოება მიმართული იყო გაყიდვების გაზრდისაკენ 2001 წლის საშობაო არდადეგებზე.
სამწუხაროდ, ან თუნდაც საბედნიეროდ, თავიდან ის განიხილებოდა, როგორც სასიამოვნო ბონუსი Mac-მომხმარებლებისათვის. საქმე კი იმაშია, რომ iPod გამოირჩეოდა FireWire პორტით, რომელიც იმ დროს თითქმის არ იყო წარმოდგენილი PC-კომპიუტერებში და ბანალურად არც კი ჩანდა Windows-ში.
Mac-მომხმარებლებს ძალიან გაუხარდათ ასეთი საჩუქარი და თავიდანვე შესაბამისად შეაფასეს მისი დადებითი მომენტები. ორიოდ თვეში ათობით ათასი მოწყობილობა გაიყიდა. ასეთი სახის წარმატებამ Apple-ს მიაღებინა გადაწყვეტილება მოწყობილობა აგრეთვე Windows-ისთვის გამოეშვა.
სულ პირველი iPod გაყიდვაში 2001 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა.