ერთი კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია რომ Apple-ი აპირებს ებრაული 3D სენსორების მწარმოებელი კომპანიის PrimeSense-ის შეძენას. ეს იყო მხოლოდ ჭორის დონეზე, თუმცა არცთუისე უსაფუძვლო.
ერთი-ერთი საინფორმაციო წყაროს თანახმად შეთანხმება უკვე შედგა: “პარასკევს დასრულდა მოლაპარაკება PrimeSense LTD-ს და Apple-ს შორის. შეთანხმების თანახმად, Apple-მა გადაიხადა $350 მილიონი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ არის”.
PrimeSense-ი ცნობილია როგორც 3D სენსორების მწარმოებელი. ეს კომპანია მუშაობდა Microsoft-თან ერთად და მათი ტექნოლოგიები გამოყენებულია პირველ Kinect-ში Xbox 360-ისთვის. ასევე PrimeSense-ი ყიდის თავის 3D სენსორებს სხვადასხვა ტელევიზორების და მობილური მოწყობილობების მწარმოებლზეც.
რათქმაუნდა უცნობია თუ რა გეგმები აქვს Apple-ს 3D სენსორებთან მიმართებაში. ყველაზე პოპულარული თეორია არის სამომავლო TV პროდუქტი, რომელსაც ექნება ჟესტიკულაციით მართვის საშუალება.
წყარო: idownloadblog.com