თუ კუპერტინოში რაიმეს კეთებას იწყებენ, ამას აკეთებენ მაქსიმალური პასუხისმგე���ლობის გრძნობით და კეთილსინდისიერად და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან არ უყვართ შედეგების გაჯანჯლება. ასე მოხდა საკუთარი საცალო მაღაზიების ქსელის Apple Store გაშვებისას. პირველი წლის განმავლობაში 50 მაღაზია გაიხსნა.
როდესაც „ერთი ხილის კომპანიამ“ გადაწყვიტა აღნიშნული მაღაზიების გახსნა, ბევრმა ანალიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. თუმცა უკვე მეორე წელს Apple-ის ხელმძღვანელობამ ერთი შეხედვით გადაუჭრელი ამოცანა დაისახა — მაღაზიათ ქსელის გაორმაგება და მათი რაოდენობის 100-მდე აყვანა.
ეს მრგვალი თარიღი მიღწეულ იქნა 2002 წლის 28 ნოემბერს, ხოლო უშუალოდ მეასე მაღაზია გაიხსნა პატარა ქალაქში სახელად ემერვილი, შტატი კალიფორნია.
ხოლო სკეპტიკოსებს ისღა დარჩენოდათ, რომ ემარჩიელათ: როგორ მოახერხა Apple-მა მცირე დროში ასეთი შედეგების მიღწევა და რით განსხვავდება ეს კომპანია Gateway-სგან? შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმაც გახსნა მაღაზიათ ქსელი, რაც ნამდვილ ტრაგედიად იქცა მათთვის და პრაქტიკულად გაკოტრებამდე მიყვანა. აი Apple-ს კი საქმეები გადასარევად აქვს.