GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

საბაზისო აპლიკაციები OS X-ისთვის

თემო ბაბუნაშვილი by თემო ბაბუნაშვილი
02/12/2013
in ხრიკები
Reading Time: 3 mins read
A A
0
965
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შევიძინეთ ახალი მაკი ან გავაკეთეთ სუფთა ინსტალაცია ოპერაციული სისტემის. პირველი ჩატვირთვისას დაგვხვდება აპლიკაციები რომლებიც ჩაშენებულია ოპერაციულ სისტემაში. თუმცა არის რამოდენიმე “გარე” აპლიკაცია რომლის დაინსტალირებაც გაგვიადვილებს ოპერაციული სისტემის გამოყენებას.

AppCleaner

ზოგადად აპლიკაციის დაინსტალირებისას ის  თავის ფაილებს ათავსებს ოპერაციულ სისტემაში სხვადასხვა ადგილას. სრულყოფილად რომ წავშალოთ ესათუის აპლიკაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ AppCleaner-ი. ჩართეთ AppCleaner-ი, გადაათრიეთ მასზე ის აპლიკაცია რომლის წაშლაც გსურთ და Delete. AppCleaner-ი სრულიად უფასოა და მისი გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან.

DropBox

DropBox-ი არის სივრცე ინტერნეტში სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ, შეინახოთ და გააზიაროთ ფაილები. ის არის კროს-ფლატმორმული, ანუ შეგიძლიათ დააყენოთ OS X-ზე, Linux-ზე, Windows-ზე, Android-ზე, iOS-ზე და BlackBerry OS-ზე. DropBox-ის აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ რომ გქონდეს ფაილები სინქრონიზებული ყველა მოწყობილობასთან და ასევე შესაძლებელია ვებ საიტიდანაც წვდომა თქვენს ფაილებზე. გადმოსაწერად მიყევით შემდეგ ბმულს.

CCleaner

CCleaner-ი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ოპერაციული სისტემის ნაგვისგან გასუფთავებას. დროებითი ინტერნეტ ფაილები, Cookies და სხვა სახის ფაილები გროვდება თქვენს კომპიუტერზე რომელთა გასუფთავებაც შეგიმცირებთ დაკავებული ადგილის რაოდენობას და ასევე სისწრაფეს და სტაბილურობას შემატებს. გადმოსაწერი ბმული.

Google Chrome

ალტერნატიული ინტერნეტ ბრაუზერი. მიუხედავად იმისა რომ OS X-ს მოყვება როგორც Apple-ი აცხადებს მსოფლიოში საუკეთესო ბრაუზერი, არის სიტუაციები როდესაც ესათუის ვებ საიტი არ არის ოპტიმიზირებული Safari-ისთვის (განსაკუთრებით საქართველოში). სწორად ამ დროს საშველად მოდის Google Chrome ბრაუზერი.

Mailtab for Gmail

ნოტიფიკაციების სისტემა მათთვის ვინც იყენებს Gmail-ს. მიყევით ბმულს გადმოსაწერად.

OpenOffice

ოფისის უფასო პაკეტი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მარტივი და აუცილებელი საოფისე მოქმედებების შესრულებას. რათქმაუნდა არ არის ისეთი მძლავრი როგორიც მაგალითად Microsoft Office-ი, თუმცა რიგითი მომხმარებლისთვის ან ვისაც არ ჭირდება რთული სამუშაოს შესრულება, იდეალურია. OpenOffice-ის გადმოსაწერი ბმული. 

Skype

Skype-ის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ მისი პოპულარობის გამო. უბრალოდ ავღნიშნავ რომ ერთ-ერთი აპლიკაციაა რომელსაც უჭირავს მუდმივი ადგილი ჩვენს კომპიუტერებში. იხილეთ გადმოსაწერი ბმული.

The Unarchiver

ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტიპის არქვისი გახსნას თქვენ მაკ კომპიუტერებზე. რათქმაუნდა იგიც უფასოა. გადმოსაწერი ბმული.

Transmission

Transmission-ის საშუალებით შეგიძლიათ გადმოწეროთ ფაილები ტორენტ ტრეკერებიდან. მარტივი, OS X-ის სტილში შესრულებული აპლიკაცია, რომლის გადმოსაწერად უნდა ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

VLC Media Player

VLC Media Player-ი ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა ვიდეო ფაილების გასაშვებად ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე. კოდეკების ნაკრები აქვს ჩაშენებული, შესაბამისად არ გიწევთ ცალკე მათი მოძიება სხვადასხვა საიტებზე. ბმული.

ზემოთ ჩამოთვილი ყველა აპლიკაცია არის უფასო და ვფიქრობ ნებისმიერ მომხმაებელს გამოადგება მათი ქონა.

ასევე კომენტარებში შეგვიძლია განვიხილოთ ის სხვა “აუცილებელი” აპლიკაციები რომელთან თქვენ იყენებთ და რეკომენდაცია გაუწიოთ მათ.

Tags: iOSMac
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 2 დეკემბერი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 3 დეკემბერი

თემო ბაბუნაშვილი

თემო ბაბუნაშვილი

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
871
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
222
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
299
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
372
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
205
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
897
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 3 დეკემბერი

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 3 დეკემბერი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG