თუ თქვენ გააკეთეთ განახლება Mavericks-ზე, მაშინ შეამჩნევდით რომ ღილაკი რომლითაც ხდება ჩართვა თქვენი მაკ კომპიუტერის, ანუ იგივე Power ღილაკი, სხვანაირად იქცევა. აღმოჩნდა რომ Apple-მა ამ ღილაკს მიანიჭა iOS-ის სტილის ფუნქცია.
ძილის რეჟიმში გადაყვანა
ძილის რეჟიმში გადაყვანა ახლა უკვე უმარტივესია. დააჭირეთ ერთხელ ჩართვის ღილაკს, ეკრანი ჩაქვრება და თქვენი მაკი გადავა ძილის რეჟიმში. გასაღვიძებლად ისევ ვაჭერთ ჩართვის ღილაკს. თუ თქვენ გიყენიათ პაროლი, მისი შეყვანის შემდეგ დაბრუნდებით ისევ იგივე სამუშაო გარემოში.
თუ თქვენ გაქვთ iPhone-ი, iPod Touch-ი ან iPad-ი შეამჩნევთ რომ ნებისმიეირი iOS მოწყობილის ძლის რეჟიმში გადასაყვანად უნდა დავაჭიროთ ჩართვის ღილაკს.
გადატვირთვა ან გამორთვა
არსებობს რამოდენიმე მეთოდი თქვენი მაკ კომპიუტერის გადასატვირთად ან გამოსართავად. ერთ-ერთია სწორად ჩართვის ღილაკის გამოყენება. დააჭირეთ რამოდენიმე წამით ღილაკს, რის შემდეგაც გამოჩნდება მენიუ სადაც შეგეძლებათ მიუთოთ Restart (გადატვირთვა), Sleep (ძილის რეჟიმი), Cancel (გაუქმება), Shutdown (გამორთვა).
კვლავ მივაქციოთ ყურადღება მსგავსებას iOS მოწყობილობებთან. მათ გამოსართავად ვაჭერთ ჩართვის ღილაკს რამოდენიმე წამით, რის შემდეგაც გამოჩნდება Slide to power off.
იძულებით გამორთვა
თუ თქვენი მაკ კომპიუტერი გაიყინა და უარს ამბობს ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც არც ისე ხშირად მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იძულებით გამორთვას. ვაჭერთ ჩართვის ღილაკს იქამდე სანამ ეკრანი არ ჩაქვრება და თქვენი მაკ კომპიუტერი არ გაითიშება.
iOS მოწყობილობებთან შედარებით არის ოდნავ სხვაობა თუმცა ნაწილობრივ მაინც მსგავსია. iOS-ის შემთხვევაში დამატებით კიდევ Home ღილაკს ვაჭერთ იძულებით გამოსართავად.
ბევრი მოსაზრება არსებობდა იმასთან დაკავშირებით რომ OS X უფროდაუფრო ემსგავსება iOS-ს. ერთ-ერთი ამის მანიშნებელი სწორად ეს არის.