მიუხედავად იმისა რომ OS X-ს აქვს რეპუტაცია იმის რომ იშვიათად იჭედება, იშვიათად ეკიდება აპლიკაციები, მაინც არის შესაძლებელი რომ რომელიმე აპლიკაცია რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს სისტემას. იმისთვის რომ მოვძებნოთ ეს აპლიკაცია და იძულებით გავთიშოთ ვაკეთებთ შემდეგს:
- ზედა მენიუში დააჭირეთ ვაშლის ნიშანს და აირჩიეთ Force Quit.
- გაიხსნება ფანჯარა სადაც იქნება ჩამონათვალი თქვენს მიერ აქტიური აპლიკაციებისა. აირჩიეთ ის რომლის გათიშვაც გსურთ. ის რომელიც “ცუდად იქცევა” გვერდით ეწერება Not Responding.
- არჩევის შემდეგ დააჭირეთ Force Quit-ს.
სულ ეს არის. თქვენს მიერ არჩეული აპლიკაცია მთლიანად გაითიშება და შეგეძლებათ თავიდან ჩართვა. თუ ის აგრძელებს დაკიდებას, ამ შემთხვევაშია უმჯობესია მთლიანად გაუკეთოთ Uninstall-ი და თავიდან დააყენოთ.