როდესაც კომპანია Apple-მა გამოაცხადა iPod-ის მეხუთე თაობის გამოშვების შესახებ და ამასთან განაახლა მუსიკალური სერვისი iTunes, საზოგადოების გაოცება დიდად ვერ შეძლო. საქმე იმაშია, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ვიდეოს ყურების შესაძლებლობაზე, მაგრამ ვინაიდან iPod-ს ფერადი ეკრანი გა���ილებით ადრე გაუჩნდა ამ სერვისი დამატება — მხოლოდ დროის ფაქტორი იყო.
2005 წლის შემოდგომაზე საზოგადოებას აღელვებდა სულ სხვა საკითხი: iPod-ს შეუძლია ვიდეოს გაშვება, ეს კარგია, მაგრამ აი, სად ავიღოთ ვიდეო? ნუთუ საჭირო იქნება უკვე არსებული ვიდეოების კონვერტაცია? ეს ხომ ძალიან დიდი ხნის პროცესია, თანაც მოუხერხებელი.
Apple-ის პასუხი მოკლე და იდეალური გახლდათ: iTunes Music Store-ში გაჩნდა ვიდეო განყოფლება. თუმცა დიდ ინტერესს ეს განყოფილება არასოდეს არ იწვევდა: კლიპების მცირე კოლექცია — სულ რაღაც. წარმატებისათვის საჭირო უყო კინოინდუსტრიის გიგანტების მოწვევა.
ეს ფაქტი 2005 წელის 6 დეკმებერს მოხდა. ამ დღეს Apple-მა გამოაცხადა რომ მან ხელი მოაწერა ხელშკერულებებს NBC-ისთან და Universal-თან. ამის წყალობით მის ვიდეო მაღაზიაში გაჩნდა სერიალები, ტელეგადაცემები და სხვა ვიდეო-შიგთავსი.
სხვათაშორის, ზუსტად ორი წლის შემდეგ NBC-ისა და Universal-ის შიგთავსი სრულიად წაიშალა Apple-ის სერვისიდან.