ის მომხმარებლები რომლებიც ახალი გადასულები არიან PC-დან Mac-ზე შეამჩნევენ რომ კლავიატურა ნაწილობრივ განსხვავდება, და ის კომბინაციები რასაც ხშირად იყენებდნენ PC კლავიატურაზე Mac-ზე რატომღაც არ არის.
გთავაზობთ fn ღილაკის რამოდენიმე კომბინაციას, რომლებიც მეტნაკლებად გაწევს მაგივრობას PC კლავიატურის რამოდენიმე ღილაკის:
fn + ctrl + F2 – ზედა მენიუზე გადასვლა;
fn + Backspace – Delete ღილაკის შემცვლელი;
fn + F11 – გადასვლა სამუშაო მაგიდაზე (Desktop-ზე);
fn + ისარი ზევით – Page Up ღილაკის შემცვლელი
fn + ისარი ქვევით – Page Down ღილაკის შემცვლელი
fn + ისარი მარცხნივ – Home ღილაკის შემცვლელი
fn + ისარი მარჯვნივ – End ღილაკის შემცვლელი