Login ეკრანი საკმაოდ მოსაწყენია, ნაცრისფერი ფონით და შუაში Apple-ის ლოგოთი. გთავაზობთ მეთოდს რომლის საშუალებით შეგიძლიათ ეს მოსაწყენი ფონი თქვენი სასურველი სურათით შეცვალოთ:
აირჩიეთ ნებისმიერი დიდი ზომის სურათი ან Wallpaper-ი. გახსენით Preview-ში და Export-ის საშუალებით შეინახეთ PNG გაფართოების ფორმატში. ამის შემდეგ გააკეთეთ თქვენი ფაილის დუბლიკატები სანამ ჯამში ოთხ ცალს არ მიიღებთ. დაარქვით სახელები: apple.png, apple_s1.png, apple_s1@2x.png, და apple@2x.png.
შენდეგ Finder-ში დააჭირეთ Go-ს, რომელიც არის ზედა მენიუში და აირჩიეთ Go to folder. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ Finder-ში ღილაკთა კომბინაციით shift + command + G. გამოსულ ფანჯაღი ჩაწერეთ შემდეგი:
/System/Library/PrivateFrameworks/LoginUIKit.framework/Versions/A/Frameworks
გაუკეთეთ Backup ყოველი შემთხვევისთვის ამ საქაღალდეში გახსნილ ფაილს.
ამის შემდეგ საქაღალდე Resources-ში გადაიტანეთ თქვენს მიერ შექმნილი ოთხი ფაილი. სავარაუდოდ მოგთხოვთ ადმინისტრატორის პაროლის შეყვანას რის შემდეგადაც გადააწერთ არსებულ ფაილებს თქვენს შექმნილ ფაილებს.
შედეგის სანახავად გაუკეთეთ Log Out-ი.
წყარო: cultofmac.com