2007-სა და 2010 წლებს შორის კომპანია Apple-მა ერთდროულად წარმოადგინა ორი რევოლუციური პროდუქტი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს: სმარტფონი iPhone და პლანშეტური კომპიუტერი iPad, რომლებმაც განსაზღვრეს კომპანიის განვითარების ვექტორი და შემოსავლის საკმაოდ მსუყე წილს იძლევიან. სწრედ ამ პროდუქტებმა, მათი არაჩვეულებრივად მოსახერხებელი ინტერფეისისა და გააზრებული სენსორული ინტერფეისის წყალობით, რომელიც სტილუსის გარეშეც შესანიშნავად მუშაობს, გამოიწვიეს ნამდვილი გადატრიალება მობილური მოწყობილობების დარგში. მაგრამ, რა გააკეთა კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში? სამწუხაროდ, თუ იქნებ საბედნიეროდ, გააჩნია როგორ შევხედავთ ამ სიტუაციას, კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში არ წამოუდგენია რეალურად რევოლუციური პროდუქტი, რამაც გამოიწვია მომხმარებლებისა და აქციონერების გულისწყრომა.
არსებობს თეორია, რომ ელექტრონული გიგანტი კუპერტინოდან ყოველთვის მუშაობს პერსპექტიულ მიმართულებებზე და ბევრი რამით არის დამოკიდებული სხვა კომპანიებზე. დიდი ალბათობით, Apple-ის რომელიმე საიდუმლო ლაბორატორიაში უკვე არსებობს სრულიად ახალი მოწყობილობა, რომელიც წარმოებაში ჩაეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი ტექნოლოგიები და სერვისები, რომლებიც მის პოტენციალს სრულიად გასხნიან, ფართო გამოყენებას ჰპოვებს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო მუდმივად ელოდა ამერიკული კომპანიისგან სრულიად ახალ პროდუქტს. Apple-ის ყოველი პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტები და მედია აქტიურად განიხილავდნენ ჭკვიან საათს iWatch, წინასწარმეტყველებდნენ ტელევიზორის iTVგაჩენას, ან მსჯელობდნენ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც კომპანიას ახალ ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ყოველი პრეზენტაცია იმედგაცრუებით მთავრდებოდა: ერთადერთი მეტ-ნაკლებად ახალი პროდუქტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივიღეთ, iPad mini გახლავთ.
მრავალი ექსპერტის აზრით, შემდეგი სამი წელი — ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ამერიკული კომპანიისათვის ახალ ბაზრებზე გასასვლელად. Apple-ფანები და ინვესტორები დაიღალნენ ახალი მოწყობილობების ლოდინით. მაშ ასე, რომელი კონკრეტული პროდუქტები შესაძლოა, რომ ვიხილოთ Apple-ისაგან?
iWatch
დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Apple წარმოადგენს „ჭკვიან საათს“ უკვე ძალიან მალე. სავარაუდოდ ეს 2014 წლის დასაწყისში მოხდება. მიზეზი, როს გამოც პროდუქტის რეალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა, შესაძლოა იყოს ტექნოლოგია BLE (Bluetooth Low Energy), რომელიც არ არის დანერგილი მასობრივად წარმოებაში, ასევე მეორე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ მოღუნული შუშის გამოყენება. იმედია, ამერიკელები გაითვალისწინებენ Samsung Galaxy Gear-ის სავალალო ბედს და საკუთარ საათს სრულიად განსხვავებულს გააკეთებენ.
iWatch უნდა გახდეს მცირე ზომის და მსუბუქი აქსესუარი, რომელიც გამიზნული იქნება iPhone-თან ერთად მოსახმარად. მას უნდა შეეძლოს შემომავალი შეტყობინებების ჩვენება და ტელეფონის ზოგიერთი ფუქნციის კონტროლი. საათი Apple-ის ტეელფონს BLE-პროტოკოლით დაუკავშირდება, რომელსაც აშკარა უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ Bluetooth-თან შედარებით, ენერგომოხმარების საკითხში.
iTV
Apple-ის ტეელვიზორი, როგორც ჩანს არ იქნება ტელევიზორი ჩვეულებრივი გაგებით. სავარაუდოდ, ეს იქნება კომპიუტერი, რომელსაც შეეძლება სატელევიზო გადაცემების ტრანსლაცია. ტექნიკურად ამერიკულ კომპანიას თუნდაც ხვალ შეუძლია ამ პროდუქტის გამოშვება ბაზარზე, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“, როგორც ცნობილია, Apple თავის პროდუქტებში ყოველთვის იყენებს სრულყოფილ ტექნოლოგიებს. Apple-ის ტელევიზორი წესით 4K-ეკრანით უნდა იყოს აღჭურვილი. უნდა ველოდოთ, რომ სწორედ ამ ნაწილის მაღალი ფასის გამო, კუპერტინო თავს იკავებს პროდუქტის გამოშვებისგან.
დღეისათვის ადამიანები თანდათანობით უარს ამბობენ ტელევიზიაზე. გაცილებით ადვილია სასურველი სერიალის, ან კინოფილმის ონალინ-კინოთეატრში ნახვა. პროდუქტის დაყოვნების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალრიცხოვანი შიგთავსისა და პირდაპირი ტრანსლაციების ლიცენზირების საკითხი. ეს პროცესი მოითხოვს უამრავი ხელშკერულების დადებას, უამრავი დოკუმენტის ხელმოწერას, რათა შესაძლებელი გახდეს მოხმარებლისათვის მაქსიმალურად დიდი ასორტიმენტის მიწოდება.
iOS ავტომობილებში
iOS-ის დეველოპერების ბოლო კონფერენციაზე, რომელიც 2013 წლის ივნისში გაიმართა, კუპერტინოს ხელმძღვანელობამ მოგვითხრო იმის შესახებ, რომ აპლიკაციები „Maps“, „iTunes Radio“ და „Siri“ უპრობლემოდ ინტეგრირდება საავტომობილო მართვის მთავარ დაფაზე. უკვე აღარავისთვის არაა საიდუმლო, რომ უმსხვილესი საავტომობილო კონცერნები, როგორებიცაა Chevrolet, Kia, Honda, Hyundai, Volvo და Ferrari-ც კი, სულმოუთქმელად ელოდებიან iOS-ის ინტეგრაციის შესაძლებლობას საკუთარ პროდუქტებში. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ავტომობილები iOS-ით რეალური პროდუქტი გახდება.
თითქოს ყველაფერი ადვილია, მაგრამ iOS-საოპერაციო სისტემის მომზადება ავტომობილებში გამოყენებისათვის საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ამის გარდა, ჩნდება კითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ლიცენზირების პრობლემებთან. ავტომობილების რამოდენიმე მწარმოებელი უკვე ახლავე მზადაა დაამატოს iOS საკუთარ ავტომობილებში. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ზედმიწევნით გათვლა ესაჭიროება, მათ შორის საპარტნიორო შეთანხმებას კომპანიებს შორის მობილური საოპერაციო სისტემის გამოყენებისათვის სხვადასხვა მწარმოებლების ავტომობილებში.
iOS-ისა და iPad-ის სამაგიდე ვერსიები
სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში Apple წარმოგვიდგენს iOS-ისა და აგრეთვე პლანშეტური კომპიუტერის iPad სამაგიდე ვერსიებს, რომელიც იმაზე უფრო დიდი ზომის ეკრანით იქნება აღჭურვილი, ვიდრე ახლაა და სატარებლად ნაკლებად გამოსადეგარი იქნება.
iPhone 6
რათქმაუნდა, iPhone-ის ახალი თაობის გამოჩენა სულაც არის ჭორი. ეს ვარაუდი წინამორბედ დადებით გამოცდილებაზეა დაფუძნებული: ყოველ წელს კომპანია Apple ანახლებს საკუთარ სმარტფონს. ჭორებს განეკუთვნება სულ სხვა საკითხი — რას წარმოგვიდგენს კომპანია ახალი თაობის სახით. მაგალითად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემდეგი თაობის მოდელი აღჭურვილი იქნება დიდი ზომის (4.5-5.5 დუიმი) ეკრანით, ხოლო გარჩევადობა კიდევ უფრო მოიმატებს. სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს რკალური ფორმის. ასევე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ iPhone 6 მიიღებს პროცესორს A8 და ეს პროცესორი აღარ იქნება Samsung-ის წარმოების, არამედ ტაივანური კომპანიის TSMC. ახალი მოდელი, როგორც წინამორბედები, შემოდგომაზე გამოჩნდება გაყიდვაში.
12-დუიმიანი MacBook Retina-ეკრანით
მოსალოდნელია კომპაქტური Macbook სრულიად ახალი დიზაინით. 12 დუიმიანი ეკარნი მართლია ოდნავ მეტია, ვიდრე 11-იანი, მაგრამ შესაძლებლობებით ის 13 დუიმიანს გაუტოლდება. ეკრანი მაღალი გარჩევადობისა იქნება, შესაძლოა Retina. ეს პროდუქტი გარდამტეხი უნდა გახდეს Apple პროდუქტების სიაში და კომპანია ხელახლა გამოიგონებს ნოუთბუკს. აგებული იქნება Intel-ის პლათფორმაზე. პოტენციურად ის უფრო იაფო უნდა იყოს, ვიდრე Macbook-ის ახლანდელი მოდელები.
უფრო იაფი iMac:
ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ Appleგამოუშვებს iMac-ის მარტივ მოდელს 2014 წელს. ამჯამინდელი მოდელი ისეთი დიდი ტირაჟით არ იყიდება, როგორსაც ელოდა კომპანია. იაფი მოდელი ეფექტურად შეძლებს კონკურენციის გაწევას Windows-პლათფორმასთან.
როგორც ხედავთ, 2014 წელი საკმაოდ დახუნძლული იქნება სიახლეებით. ყოველ შემთხევაში, ანალიტოკოსები ასე ვარაუდობენ. ჩვენც მოითმენლად ველოდებით ამ და სხვა სიახლეებს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიისაგან.