GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რას უნდა ველოდოთ Apple-ისგან 214-ში?

თემო ბაბუნაშვილი by თემო ბაბუნაშვილი
02/01/2014
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
965
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2013 წელი საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით დახუნძლული გამოდგა. მართალია წლის პირველ ნახევარში ძირითადად ჭორების გავრცელებით შემოიფარგლებოდა სიახლეები, თუმცა ივნისში შედგა WWDC ’13, სადაც ვიხილეთ iOS 7 და OS X Mavericks-ი, გამოვიდა განახლებული MacBook Air-ი და დაანონსდა Mac Pro. სექტემბერში ვიხილეთ iPhone 5s და iPhone 5c, ხოლო ოქტომბერში ვიხილეთ ახალი iPad Air-ი და iPad Mini რეტინა ეკრანით, განახლებული MacBook Pro, iMac-ი, OS X Mavericks-ი და განახლებული iWork და iLife. რაც მთავარია პროგრამული უზრუნველყოფები ამიერიდან იქნება უფასო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რას ველოდოთ 2014 წელს?

გასული წლებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, ეს არის რომ Apple-ი ამზადებს iPhone 6-ს. მოსალოდნელია iPad-ების განახლებაც. მაგრამ, ექნებათ თუ არა მათ გაზრდილი ეკრანის ზომა? ექნება ახალ iPhone-ს 5″-იანი ეკრანი და ახალ iPad-ს 13″-იანი? რა განახლებები ექნება iOS 8-ს?

Mac-ებს რაც შეეხება, საინტერესოა ექნება თუ არა რეტინა ეკრანი MacBook Air-ებს? განაახლებს Apple-ი iMac-ებს და Thunderbolt ეკრანს 4K/Retina რეზოლუციამდე? რა ფუნქციები დაემატება ახალ OS X 10.10-ს iOS-დან ან პირიქით.

Apple TV და iWatch? 2012 წლის შემდეგ Apple TV აპარატურულად არ განახლებულა. განახლდება ის წელს? ვიხილავთ 2014-ში ახალ პროდუქტს iWatch-ს?

ეს არის კითხვები, რომლებზეც წელს Apple-ი სავარაუდოდ გაცემს პასუხებს.

მოიმარჯვეთ თქვენი Apple-ის მოწყობილობები, დააკვირდით კარგად და კომენტარებში მოგვწერეთ თუ რა განახლებებს ისურვებდით და რა განახლებები გახდიდნენ ამ მოწყობილობების გამოყენებას უფრო იოლს და კომფორტულს.

Tags: Apple TViOSiPadiPhoneMacWatch
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 2 იანვარი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 1977 წლის 3 იანვარი

თემო ბაბუნაშვილი

თემო ბაბუნაშვილი

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
75
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
160
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
408
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
459
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
148
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 1977 წლის 3 იანვარი

[ეს დღე ისტორიაში] 1977 წლის 3 იანვარი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG