დღეს ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ოდესღაც ადამიანები იმაზე ნერვიულობდნენ, რომ არ იცდონენ, თუ რამოხდებოდა, როდესაც საათის ისარი 23:59-ს გადასცდებოდა 1999 წლის 31 დეკემბერს და დადგებოდა 2000 წლის 1 იანვრის 00:00 საათი. რატომ? იმიტომ, რომ მრავალი კომპიუტერი, მათ შორის ისინი, რომლებიც მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპლექსების სამართავად გამოიყენებოდა, არაკორექტულად ამუშავებდნენ თარიღებს 1999 წლის 31 დეკმებრის შემდეგ.
ამის მიზეზი პროგრამისტები გახლდნენ, რომლებიც წლის მისათიტებლად იყენებდნენ მხოლოდ ბოლო ორ ციფრს. შედეგად ისინი ზოგავდნენ რამოდენიმე ბაიტს, მაგრამ ამ ეკონომიის გამო 2000 წლის დადგომისას ნებისმიერი რამ შეიძლება მომხდარიყო: უცებ პროგრამულ უზრუნველყოფას რომ ეფიქრა, რომ 1999 წლის შემდეგ 1900 წელი დადგა?
რათქმაუნდა, ფანტაზიას არა აქვს საზღვარი, ამიტომ მედიაში აკრძალეს სათაურები ქვეყნიერების დასარულის, ბირთვული ომის და სხვა კატაკლიზმების შესახებ. მაგრამ თუ სიტუაციას შევაფასებთ ადექვატურად, რიგით მომხმარებლებს მხოლოდ ერთი რამე ემუქრებოდათ: არევა ელექტრონულ ცხრილებში.
და აი აქ დადგა Apple-ის ტრიუმფის მომენტი. კომპანიაში უკვე დიდი ხანია იცოდნენ, რომ Mac-ს ანალოგიური პრობლემა არ გააჩნია. მაგრამ ეს კოზირი ბოლომდე შემოინახეს. მოხლოდ 1999 წლის 9 თებერვალს, მორიგი საფინანსო დოკუმენტების ჩაბარებისას კომპანიამ განაცხადა: „სამყაროს აღსასრულის თქვენებური სცენარები თქვენთვის დაიტოვეთ“.