Apple-ის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა iOS-ის და OS X-ის შესაძლო გაერთიანებაზე. თუმცა J.P. Morgan-ის ანალიტიკოსი მარკ მოსკოვიცი ვარაუდობს რომ საქმე შესაძლოა სხვაგვარად იყოს. მოსკოვიცის თქმით Apple-ი მუშაობს ახალ ჰიბრიდულ სისტემაზე iAnywhere , რომელიც საშუალებას მიცემს მომხმარბელს რომ iOS მოწყობილობას შეუერთოს მონიტორი და ისარგებლოს სრულყოფილი OS X-ით.
ეს არც თუ ისე ახალი ტექნოლოგიაა, რადგან დღესდღეობით არსებობს ტაბლეტები Windows 8-ზე მომუშავე, რომელთა შეერთება შესაძლებელია სპეციალურ დოკ-სადგურებზე და კლავიატურა/მაუსის მიერთების შემდეგ მივიღებთ სრულყოფილ დესკტოპ კომპიუტერს.
კუპერტონიში რადგან არ არის დაგეგმილი iOS-ის და OS X-ის გაერთიანება, ახალი პლატფორმის შექმნა არც თუ ისე აზრსმოკლებულია. გავრცელებული ინფორმაციით iPhone-ებს და iPad-ებს ექნებათ შესაძლებლობა სპეციალური დოკ-სადგურით იმუშაონ OS X-ზე, ხოლო დოკ-სადგურის გარეშე ჩვეულებრივ iOS რეჟიმში.
მართალია ეს ინფორმაცია ცოტა უცნაურია და ბურუსით მოცული, თუმცა დღესდღეობით ისე იზრდება მწარმოებლურობა მობილური მოწყობილობების რომ თავისუფლად შეძლებენ სრულყოფილი დეკტოპ სისტემის გაშვებას.