შარშან, ანალიტიკოსებმა ღია წერილით მიმართეს Apple-ს და რეკომენდაცია გაუწიეს რომ შეეძინათ კალიფორნიული Start-up-ი Tesla. როგორც ჩანს Apple-მა განიხილა ეს თემა და მართლაც გეგმავს საავტომობილო ინდუსტრიაში მოხვედრას.
ინტერნეტ გამოცემა San Francisco Chronicle-ი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გვამცნობს რომ შარშან ამ ორი კომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდა ერთმანეთს, თუმცა როგორც ძირითადად ხდება, შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა.
არსებობს ინფორმაცია რომ სტივ ჯობსს თავის დროზე ქონდა ავტომობილის კონცეპტი. ინტერნეტში იყო გავრცელებული რამოდენიმე დიზაინერის მოსაზრება (iCar) ამ საკითხთან დაკავშირებით. შარშან შემოდგომაზე, გერმანული ბანკის Berenberg-ის ფინანსურმა ანალიტიკოსმა ადნან აჰმადმა, ღია წერილში ურჩია Apple-ს Tesla-ს შეძენა, რომლის საბაზრო ღირებულება $25 მილიარდი არის.
სამწუხაროდ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. Tesla დღესდღეობით მშვენივრად გრძნობს თავს ფინანსური კუთხით. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს მთავრობის წინაზე არსებული სესხი $465 მილიონი დაფარეს. ამასობაში Apple-მა დაიწყო მუშაობა ავტომობილების ნავიგაციაზე Siri-ს და Apple Maps-ს აპლიკაციების ინტეგრირებაზე.
Tesla-ს გაცხადებით ისინი ძალიან გვანან Apple-ს ავტოინდუსტრიაში და მათი CEO ელონ მასკი აზროვნებს როგორც ჯობსი. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ რომ Apple-ისთვის საინტერესო იქნება მსგავს კომპანიასთან ერთად მუშაობა.