Mac OS X საოპერაციო სისტემაში უამრავი ელემენტი გამოიყენება, რომლებიც თავის დროზე Open Source-პროექტების ფარგლებში იქნა შექმნილი. აი, მაგალითად, ვებ-ბრაუზერი Safari, ან უშუალოდ საოპერაციო სისტემის ბირთვი, Darwin.
მაგრამ ის, რაც დღეისათვის სრულიად გავრცელებული პრაქტიკაა, ყოველთვის ასე არ იყო. კლასიკური Mac OS სრულიად შექმნილი იყო Apple-ის მიერ და მომხმარებლები თვლიდნენ, რომ იგივე ბედი ელოდა კომპანიის საოპერაციო სისტემების მომავალ ვერსიებს.
როდესაც კომპანიამ გამოაცხადა ღია პროგრამული წყაროების მხარდაჭერის შესახებ, ამან სრული სენსაცია გამოიწვია. ყველასათვის გასაოცარი იყო თვითონ ფაქტი იმისა, რომ დახურულმა კომპანიამ ღია წყაროების გამოყენება გადაწყვიტა.
პირველი Open Source პროექტი Apple-მა 1999 წლის 31 მარტს წარმოადგინა.