ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასწაყისში, Apple-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოვიდა დრო რამენაირად მოეხდინათ ბაზრის დივერსიფიკაცია. მართალია, Mac-ის გაყიდვებს კარგი შემოსავალი შემოჰქონდა, გაყიდვების მოცულობა ისეთი ვეღარ იყო, როგორც ადრე. ამის გარდა, ჰორიზონტზე გამოჩნდა საოპერაციო სისტემა Windows 3.0, რომელიც კომპანიის მონოპოლიის დანგრევოთ იმუქრებოდა.
იმ წლებში Apple-ის კედლებში შეიმუშავეს ბიზნესის გაფართოების ძალიან ბევრი ვარიანტი, ერთ-ერთი იყო პორტატული Mac.
ის, რაც მოგვიანებით „ნიუტონად“ იქცა, Apple-ის პრეზენდტის თვალსაწიერში მოხვდა. მაშინ ეს იყო ჯონ სკალი. სკალიმ იმწუთასვე შეაფასა ახალი მოწყობილობის პოტენციალი და მოითხოვა, რომ მუშა პროტოტიპი შეექმნათ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
მართლაც, პროტოტიპი ააწტვეს და წარმატებით უჩვენეს „ვაშლის“ კომპანიის ხელმძღვანელობას. საბოლოო თანხმობა ჯიბის Mac-ებზე მიღებულ იქნა 1990 წლის 4 აპრილს.