როდესაც Apple-ის პირველმა პრეზიდენტმა მაიკლ სკოტმა სამუშაო ადგილი დაკარგა, იმის გამო, რომ უთავბოლოდ გაყარა თანამშრომელბი სამსახურიდან, მისი მოვალეობა მაიკ მარკულამ გადაიბარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანიის მორიგი მეთაურის ძებნა მაინც გაგრძელდა.
პირველი კანდიდატი IBM-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო, თუმცა რაღაც ისე ვერ წავიდა და Apple-ის თვალთახედვის არეში ჯონ სკალი გამოჩნდა.
ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აცდუნებდნენ ჯონ სკალის Apple-ში გადმოსასვლელად, ძალიან ბევრია: დაწყებული სტივ ჯობსის ცნობილი ფრაზიდან გაზიანი წყლის გაყიდვის შესახებ და დამთავრებული Mac-ზე Pepsi-ს ბოთლის მხტუნავი თავსახურებით. მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე წონიანი არგუმენტი გახდა შემოთავაზებული ხელფასი: მილიონი დოლარი მხოლოდ თანხმობისათვის, კიდევ მილიონი წლიური ხელფასი და 350 ათასი კომპანიის აქციებით. და რათქმაუნდა, Pepsi. იმდენი Pepsi, რამდენის დალევასაც ის შელძლებს.
ოფიცალურად ჯონ სკალი Apple-ის მეთაური 1983 წლის 8 აპრილს გახდა.