პროექტი Lisa 1978 წელს დაიწყო და მისი მიზანი იყო თავის დროისათვის ყველაზე მოწინავე კომპიუტერის შექმნა. მასში პირველად განხორციელდა კოოპერატიული მრავალამოცანიანობა, გამოიყენებოდა მეხსიერების დაცული რეჟიმი (რომელიც Mac OS-ში მხოლოდ 2001 წელს გამოჩნდა), შეიქმნა ახალი, უფრო რთული ფაილური სისტემა, აგრეთვე გრაფიკული სისტემა უფრო მაღალი გარჩევადობით — 720×364.
შესაძლებელი გახდა ოპერატიული მეხსიერების გაზრდა 2 მბაიტამდე. პირველად პკ-ში გამოიყენებოდა ვირტუალური მეხსიერება (Swap File). ძირითადის გარდა, გაჩნდა დამატებითი, ციფრული კლავიატურა.
Lisa-ს ინოვაციური, გრაფიკული ინტერფეისი გაჩნდა კომპანია Xerox PARC-ის იდეების საფუძველზე. პირველად პკ აღჭურვილი იყო რასტრული ეკრანით, 12 დუიმის დიაგონალით. ეს იყო იმ დროისათვის მართლაც ყველაზე მოწინავე კომპიუტერი.
Lisa წარმოადგინეს 1983 წელის იანვარში. პირველ რიგში მაღალი ფასის გამო (10 000 დოლარი) და სხვა მიზეზებითაც, Lisa ვერ გახდა წარმატებული პროდუქტი.
1984 წლის იანვარში გამოვიდა განახლებული ვერსია, Lisa 2. ის უკვე გაცილებით ნაკლები ღირდა — 3495-დან 5495 დოლარამდე.
და მიუხედავად ამისა, გაყიდვების ორი წლის განმავლობაში Lisa მხოლოდ 60 ათასი ცალი გაიყიდა. ეს Apple-ის სერიოზული წარუმატებლობა იყო.
ამ დღეს, 1985 წლის 26 აპრილს, Lisa საბოლოოდ მოიხსნა გაყიდვებიდან.