GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 4 მაისი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
04/05/2014
in ეს დღე ისტორიაში
Reading Time: 1 min read
A A
0
1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-ისათვის რონ ვეინის (Ron Wayne) მიერ მოფიქრებული ლოგო, რომელზეც გამოსახული იყო ნიუტონისა და ვაშლის ცნობილი ამბავი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გახლდათ. მაგრამ სტივ ჯობსს არ მოსწონდა სიტუაცია, როდესაც ძნელი გახდებოდა ამ ლოგოს დახატვა სხვადასხვა ზომაში. სიტუაციის გამოსასწორებლად მან მიმართა სარეკლამო კომპანია Regis McKenna Advertising-ს.

ლოგოს შექმნა დაევალა კომპანიის დიზაინერს, რობ ჯეინოფს (Rob Janoff). მრავალი ვარიანტის მოსინჯვის სემდეგ ის შეჩერდა დრეისათვის უკვე ყველასთვის ცნობილ ლოგოს ვარიანტზე — მოკბეჩილ, ცისარტყელას ფერებში გაფერადებულ ვაშლზე.

რობის განცხადებით, მოკბეჩილი ნაწილი იმიტომ გაუკეთეს, რომ შეუძლებელი ყოფილიყო სხვა ნაყოფთან ასოცირება, მაგალითად, პომიდორთან. თანაც ინგლისურად სიტყვების გარკვეული თამაში გამოდიოდა — მოკბეჩა (Bite) ეხმიანება სხვა სიტყვას ბაიტი (Byte), რაც ხაზს უსმვამდა კომპანიის საქმიანობას.

რაც შეეხება ფერად ზოლებს, რობის განცხადებით, რაიმე გარკვეული კონტექსტი მათში არ დევს. ერთადერთი, მწვანე ფერი იმტომ არის სულ ზემოთ, რომ ვაშლის ფოთოლი ბუნებრივ ფერში გამოსულიყო.

საინტერესოა, რომ ჟან-ლუი გასე, Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მოგვიანებით Be Inc.-ის დამფუძნებელი, შაყირობდა ამ თემაზე:

ჩვენი ლოგო ღრმა საიდუმლოს მატარებელია ჩემთვის, ჟინის და ცოდნის სურვილის, მოკბეჩილი, ცისარტელას ფერებში გაფერადებული, მაგრამ არასწორი თანმიმდევრობით. ძნელია უფრო სწორი ლოგოს მოფიქრება: ჟინი, ცოდნა და ანარქია.

მაგრამ ყველაფერი კარგი ადრე, თუ მალე მთავრდება. Apple-ის პრეზიდენტმა მაიკ სკოტმა (Mike Scott) ფერად ლოგოს უწოდა „the most expensive bloody logo ever designed“ და წამოიწყო ლოგოს ახალი ვერსიების შემუშავება. მათგან ერთ-ერთი, თეთრი ფერის, დღემდე ოფიციალურად გამოიყენება.

Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 3 მაისი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 5 მაისი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 31 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 31 ოქტომბერი

31/10/2014
2.9k
[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 30 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 30 ოქტომბერი

30/10/2014
3.1k
[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 29 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 29 ოქტომბერი

29/10/2014
3k
[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 28 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 28 ოქტომბერი

28/10/2014
2.9k
[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 27 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 27 ოქტომბერი

27/10/2014
2.8k
[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 26 ოქტომბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 26 ოქტომბერი

26/10/2014
2.8k
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 5 მაისი

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 5 მაისი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG