Apple-მა გადაწყვიტა არ მიენიჭებინა მორიგი ნომერი 7.7 თავისი საოპერაციო სისტემისათვის. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო კომპიუტერის კლონების მწარმოებლებთან საბრძოლველად. ახალ ვერსიას პირდაპირ 8.0 მიანიჭეს.
System 8.0 მიიღო მთელი რიგი გაუმჯობესებები წინამორბედ ვერსიასთან შედარებით. კერძოდ, Finder მრავალამოცანიანი გახდა — ახლა ფაილების კოპირება ცალკე ნაკადში მუშავდებოდა და არ აკავებდა მთავარ ფანჯარას. გაფართოვდა სისტემის გარეგანი სახის მორგების შესაძლებლობები, დაემატა მთელი რიგი საინტერესო გაუმჯობესება — კონტექსტური მენიუ, ახალი სკროლინგი, სისტემური შრიფტების მორგება, სამუშაო დაფის შპალერები და ა.შ. გაიზრდა სისტემის წარმადობაც.
System 8.0 არ იყო გამიზნული მსხვილი კორპორაციებისათვის, რომლებიც სტაბილურობას ამჯობედნენ. მაგრამ ამ ეტაპზე დაგეგმილი იყო მხარდაჭერის მიღება დანარჩენი მომხმარებლებისაგან, სისტემის სამომავლო გაუმჯობესების მიზნით.
ამ დღეს, 1997 წლის 13 მაისს ახალი სისტემის პროტოტიპი ნაჩვენები იყო WWDC-ზე.