თავისი ისტორიის მანძილზე, Apple-ს საკმაო რაოდენობის სერვერი აქვს გამოშვებული. მაგრამ თავიდან მისი სერვერები ფაქტიურად პროფესიული „მაკების“ გაუმჯობესებული ვერსიები გახლდათ. სერვერი სამაგიდე კომპიუტერის ფორმ-ფაქტორში — ფრიად მოუხერხებელი რამ არის. ახალი საუკუნე საკითხისადმი ახლებულ მიდგომას მოითხოვდა Apple-ისაგან, თუკი მას სურდა სერვერულ ბაზარზე დარჩენა.
საბოლოო ჯამში, Apple სწორი გზით წავიდა. ახალ სერვერს Xserve დაარქვეს. ის უკვე ე.წ. „ერთიუნიტიან“ მოწყობილობას წარმოადგენდა და შესაძლებელი იყო სასერვერი კარადაში მისი დამონტაჟება. სერვერი 1 გჰც ორი ცალი G4 პროცესორით იყო აღჭურვილი.
მას შეეძლო Xserve RAID დისკურ მასივთან მუშაობა.
ამ დღეს, 2002 წლის 14 მაისს, Apple-მა წარმოადგინა თავისი პირველი Xserve.