Apple-ის გეგმას, შეექმნა საკუთარი მაღაზიათ ქსელი, მრავალი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. ისინი თვლიდნენ, რომ იდეა განწირული იყო და კომპანიას ზარალს მოუტანდა.
დამოუკიდებელი რესელერები ფრიად ნეგატიურად განეწყვნენ ამ იდეის მიმართ, ვინაიდან შიშობდნენ გაყიდვების შემცირების გამო. მაგრამ Apple მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე. ახალი მაღაზიის ერთ-ერთი იდეა იყო კონსულტაციები და ტექნიკური მხარდაჭერა სპეციალური თანამშრომლების მხრიდან.
ყველა სკეპტიკოსის ჯინაზე, Apple-მა გახსნა პირველი მაღაზია ვირჯინიის შტატის ქალაქ მაკლინში (McLean, Virginia). მაღაზია აღჭურვილი იყო სპეციალურად შემუშავებული ეკრანებით. Genius Bar-ის დახლთან შესაძლებელი იყო ექსპერტებთან გასაუბრება. ასევე ყველა სტუმარს უფასოდ ურიგდებოდა სასმელი წყალი.
ამ დღეს, 2001 წლის 20 მაისს დაიწყო ფრიად წარმატებული ექსპერიმენტი, სახელად Apple Store.