2007 წლის 11 ივნისს, WWDC 2007-ზე სტივ ჯობსმა მსოფლიოს წარუდგინა ბრაუზერის Safari პირველი სატესტო ვერსია Windows XP და Vista-სათვის. ამ მომენტიდან დაიწყო ამ ბრაუზერის აქტიური ექსპანსია მთელ მსოფლიოში.
Safari-ს გამოსვლა Windows-ისათვის სულ რაღაც 7 წლის წინ. ჯერ Apple-მა წარმოადგინა სატესტო ვერსია, 3.0. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, წარმატებული ტესტირების შემდეგ გამოვიდა სრულყოფილი ვერსია 3.1.1 — სწორედ მაშინ, როდესაც დასრულდა ოფიციალური ხელშკერულება Apple-სა და Microsoft-ს შორის Internet Exlporer for Mac-ის მხარდაჭერის შესახებ.
სწორედ ამ დროიდან დასრულდა Internet Explorer-ის მონოპოლია Macintosh-ზე და Apple-ის საკუთარმა ბრაუზერმა ბაზრის საკადრისი წილი დაიკავა.