სტივ ჯობსმა iPhone 4 2010 წლის 7 ივნისს წარმოადგინა WWDC-კონფერენციაზე. ტელეფონი ერთბაშად გახდა ძალიან წარმატებული მთელ მსოფლიოში, მას ნამდვილად შეგვიძლია ბესტსელერი ვუწოდოთ. მაგრამ სამწუხაროდ, iPhone 4 თავიდან მხოლოდ ოპერატორზე დაბლოკილი იყიდებოდა. მაგრამ ამან დიიდხანს არ გასტანა…
2011 წლის 14 ივნისს Apple-მა გამოაცხადა, რომ iPhone 4 GSM უკვე მთლიანად განბლოკილი გაიყიდებოდა.
თუ არ გსურთ ხელშეკრულების დადება, ან ადგილობრივი ქსელების გამოყენება, განბლოკილი iPhone 4 საუკეთესი არჩევანია თქვენთვის!
ასეთი ნაბიჯი კომპანიის მხრიდან, უდავოდ აისახა გაყიდვებზე და რათქმაუნდა აისახა დადებითად. განბლოკილი iPhone 4-ების გაყიდვაში ჩაშვების დროს მათი ფასი იყო 649 დოლარი 16 გბაიტინი მოდელი და 749 დოლარი — 32 გბაიტიანი. რათქმაუნდა, ეს ფასი იმაზე მეტი იყო, რასაც ამერიკელები იყვენენ ჩვეულნი, მაგრამ ეს აიხსნებოდა ტელეფონის სრული თავისუფლებით ნებისმიერი ოპერატორისაგან.