2009 წელს WWDC კონფერენციაზე Apple-მა წარმოგვიდგინა iPhone OS-ის მიკროკოდის ახალი, 3.0 ვერსია. მიკროკოდში (firmware) მნიშვნელოვანი ოდენობის გაუმჯობესება მოხდა და ძალიან ჰგავდა წინამორბედებს.
iPhone OS 3.0-ში გაჩნდა ისეთი საჭირო ფუქნცია, როგორიცაა „Copy/Paste“, თარაზული კლავიატურა, MMS-ების გაგზავნის ფუნქცია, Bluetooth c A2DP, Spotlight, ხმოვანი შენიშვნები, ფორმების ავტო-შევსება და სხვა მრავალი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ iPhone OS 3.0-ში მომმხარებლებმა მიიღეს ის, რასაც დიდხანს ელოდნენ და შესაბამისად კიდევ უფრო გამარტივდა ტეელფონის გამოყენება.
iPhone OS 3.0 ხელმისაწვდომი გახდა 2009 წლის 17 ივნისს. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, iPod touch-ის მომხმარებლებისათვის განახლება ფასიანი იყო და 10 დოლარი ღირდა. აი ასე.