თუ თქვენ ვერ იცანით ფოტოზე გამოსახული ადამიანი, მაშნ გიკარნახებთ — ეს მაიკ სკოტია, Apple-ის პირველი გენერალური დირექტორი. სწორედ მისი ზეწოლით სტივ ჯობსმა 1980 წელს დაკარგა მთავარი როლი Lisa-ს პროექტში. სტივი სხვა პროექტში გადაიყვანეს — Macintosh-ში. Apple Lisa 1983 წელს გამოვიდა და კომერციული ჩავარდნა გამოდგა, ხოლო Macintosh-მა სტივის ხელმძღვანელობით შეძლო გრაფიკული და საგამომცემლო ბაზრის მთლიანი წლის დაკავება.
მაიკ სკოტი Apple-ის პრეზიდენტი 1977 წლიდან 1981 წლამდე იყო. ამ თანამდებობაზე ის მაიკ მარკულამ მოიწვია, როდესაც ამ უკანასკნელმა კომპანიაში ფული დააბანდა. დავდაპირველად სკოტი ძალიან კარგად ართმევდა თავს სამუშაოს: ის იყო არა მარტო კარგი ადამიანი იყო, არამედ არაჩვეულებრივი თანამშრომელიც. მაგრამ, შესაძლოა, ყველაფერი „შავმა ოთხშაბათმა“ გააფუჭა. სწორედ ამ ოთხშაბათს, 1981 წელს მაიკ სკოტმა გადაწყვიტა დიდი წმენდა ჩაეტარებინა Apple II-ის პროექტში.
წმენდა განხორციელდა ძალიან ხისტად თანამშრომლებისადმი: მაიკი უბრალოდ თავისთან იძახებდა ყველა მათგანს, ვისაც უუნაროდ თვლიდა და მომენტალურად აგდებდა სამსახურიდან. შედეგად, Apple II-ის პროექტიდან 30-მდე ადამიანი დაითხოვეს.
მაგრამ მაიკ სკოტი აგრეთვე საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი იყო, თანაც იუმორთანაც არ იყო მწყრალად. ამავე დღეს, ნაშუადღევს ის ოფისის შიდა ეზოში განთავსებულ მდელოზე გამოვიდა. თანაც უბრალოდ კი არ გამოვიდა, ლუდის დიდი კეგიც გამოაგორა. როდესაც მდელოზე გადარჩენილი თანამშრომლებიც შეიკრიბნენ, მაიკმა დაიწყო თავისი ამ საქციელის მოტივების ახსნა.
მან შემდეგი განაცხადა:
ოდესღაც მე ვთქვი, რომ როგორც კი Apple-ის ხელმძღვანელობა მე სიამოვნებას აღარ მომანიჭებს, მე წავალ. მაგრამ ახლა მე გადავიფიქრე.როგორც კი მე სიამოვნებას აღარ მივიღებ, მე დავიწყებ ადამიანების სამსახურიდან გაყრას მანამ, სანამ კვლავ არ დავიწყებ სიამოვნების მიღებას.
მაიკ მარკულა ძალიან გაბრაზებული იყო სკოტზე და უკმაყოფილო მისი გადაწყვეტილებით. ამის გამო მან ჩამოართვა ყოველგვარი ძალაუფლება და აიძულა კომპანიიდან წასულიყო. შედეგად, 1981 წლის 10 ივლისს მაიკ სკოტმა საკუთარი თავი გაათავისუფლა სამსახურიდან.