Mac-ის ყოველი მომხმარებლისთვის არის ცნობილი პროგრამა iMovie. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ვიდეო-მასალები, ფილმები, კლიპები და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად და ადვილად კეთდება, მარტივად გასაგები ხელსაწყოების დახმარებით.
iMovie — ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ვიდეოს მონტაჟის პროგრამამ თავდაყირა დააყენოს საკმაოდ ვიწროპროფილიანი ბაზარი, მომენტალურად გაუხსნას კარები ჩვეულებრივ ადამიანს ამ უცნაურ სამყაროში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს იდეა სტივ ჯობსს ეკუთვნის, ხოლო უშუალოდ პროგრამა გლან რეიდმა დაწერა.
2000 წლის 24 ივლისს სტივ ჯობსი ესაუბრა ამ ელიტარული ინდუსტრიის ანალიტიკოსებს. საუბარში ჯობსმა გამოთქვა მისთვის დამახასიათებელი გამბედავი წინასწარმეტყველება:
მოდი, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით — ეს არ გვჭირდება არ თქვენ, არც მე — მე მინდა თქვენი ყურადღება მივაბყრო iMovie-ს. iMovie — ეს ყველაფერია! ჩვენ (Apple) ვთვლით, რომ ჩვეულებრივ საოჯახო ვიდეოს პოტენციალი და შესაძლებლობები გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე სამაგიდე გამომცემლობას. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც სურთ კარგი ფილმების შექმნა საკუთარ ოჯახზე. Apple-მა ძალიან ბევრი იცის სრულიად ახალი ბაზრების შექმნის შესახებ, ის ეხმარებოდა სამაგიდე გამომცემლობების შექმნაი და ჩვენ მართლაც ბევრით წინ ვუსწრებთ სხვებს, ჩვენ წინ ვართ. iMovie — ეს ნამდვილი ჰიტია! და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე.
სტივის მიერ 14 წლის წინ, 2000 წლის 24 ივლისს ნათქვამი ეს სიტყვები ზუსტად ისე ახდა, როგორც მას სურდა.