1981 წლის 12 აგვისტოს კომპიუტერულ სამყაროში, თუ ასე შეიძლება ვთქვათ, ფრიად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ამ დღეს კომპანია IBM-მა გამოუშვა თავისი პირველი პერსონალური კომპიუტერი IBM PC.
IBM PC ფრიად არაერთგვაროვანი კომპიუტერი იყო. კუპერტინოში საერთოდ არ აღიქვეს ის სერიოზულად — ყველა მაჩვენებლით ის გაცილებით უფრო სუსტი იყო Apple II-ზე.
მიუხედავად ამისა, კორპორატიულმა სეგმენტმა IBM PC კარგად მიიღო და შესაბამისად მისმა გაყიდვებმა გადაუსწრო Apple II-ის გაყიდვებს.
შედეგად IBM-ს დიდად ვერ გაუმრთლა კომპიუტერებში, სამაგიეროდ მათ კარგად აითვისეს სერვერების ბაზარი და ეს მათ შესანიშნავად გამოსდით.