თუმცა პირველმა Mac-მა კომპიუტერულ ბაზარზე რევოლუცია წამოიწყო, მაგრამ ის საკმაოდ სუსტი მანქანა იყო, რომლის სიმძლავრეები სამწუხაროდ ძლივს ყოფნიდა სტანდარტული ამოცანების შესრულებას. სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი ოპერატიული მეხსიერება იყო, 128 კილობაიტის მოცულობით, რომლეიც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ Mac-ს არა მარტო სტაბილურად ემუშავა, არამედ უბრალოდ ნორმალურადაც.
თავისთავად, საჭირო იყო ამ სიტუაციის გამოსწორება და Apple-ში ეს შესანიშნავად ესმოდათ. შედეგად კომპანიამ გამოუშვა Mac 512K. ეს მოდელი არაფრით განსხვავდებოდა საწყისი ვერსიისაგან როგორც გარეგნულად, ასევე შიგნიდანაც. სამაგიეროდ ოპერატიული მეხსიერება ნახევარ მეგაბაიტამდე გაიზარდა.
ამ გადაწყვეტილების ეფექტმა საოცარი ეფექტი იქონია: კომპიუტერის მუშაობა რამდენჯერმე უფრო სტაბილური გახდა, დისკეტებთან მუშაობა აჩქარდა და შესაძლებელი გახდა უფრო რთული პროგრამული უზრუნველყოფის გაშვება.
Mac 512K გაყიდვაში 1984 წლის 6 სექტემბერს გამოვიდა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს მოდელი აღიქმებოდა როგორც სულ პირველი Mac.