ისტორიას Apple II-ის მრავალი მოდელი და კონფიგურაცია ახსოვს და უნდა ითქვას, რომ თითოეულ მათგანზე დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ ყველაზე ბოლო მოდიფიკაცია გახდა Apple IIc Plus, რომელიც გაყიდვაში 1988 წლის სექტემბერში გამოვიდა.
გარეგნულად Apple IIc Plus არ განსხვავდებოდა IIc მოდელისაგან, მაგრამ შიგნეულობა კი ნამდვილად ახალი ჰქონდა: 5.25 დუიმინი დისკწამყვანი ახალი, 3.5 დუიმიანით შეუცვალეს, პროცესორი 65C02 4 მჰც სიხშირით მუშაობდა, ხოლო კვების ბლოკი კორპუსში იყო ჩამონტაჟებული (მანამდე მის გარეთ).
თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ Apple IIc Plus (ისევე, როგორც Apple II-ის მთელი ოჯახი) ლიდერი იყო პერსონალურ კომპიუტერებს შორის. ყველა პროგრამა იწერებოდა Apple DOS-ის გარემოში, შემდეგ ეს ხელსაწყო შეიცვალა ProDOS-ით და GS/OS-ით ასემბლერზე.
სხვათაშორის, საინტერესო ფაქტია: Apple II კომპიუტერები, მათ შორის IIc Plus იმდენად წარმატებული იყო, რომ მას ხშირად აკოპირებდნენ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, კლონებს უშვებდნენ. ასე მაგალითად, გაყიდვაში გამოვიდა კომპიუტერი სახელად „Pineapple“ (ანანასი). საბჭოთა კავშირშიც კი გამოჩნდა კომპიუტერი „აგატი“, რომელიც Apple II-ის კლონი იყო. ასე რომ Samsung პირველი არ არის ამ საქმეში.
1988 წლის 18 სექტემბრიდან მოყოლებული ყველას შეეძლო ახალი Apple IIc Plus-ის შეძენა, სულ რაღაც 1099 დოლარად.