Apple-მა დაანონსა რომ წელს, თავის თანამშრომლებს შესთავაზებს დამატებით სარგებელს. მართალია მათ არ დაურიგდებათ Apple Watch-ები, მაგრამ, გაუხანგრძლივდებათ დეკრეტი, რომელიც იქნება 6 კვირა და სრულად ანაზღაურებადი, დაუფინანსდებათ კოლეჯის განათლება და ასევე იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი გარდაიცვლება, მისი ოჯახი მიიღებს გარკეული რაოდენობის აქციას.
კომპანიის კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით ეს განახლება ერთ-ერთი დიდი სიახლეა მათ საკადრო პოლიტიკაში.
Apple-ის თანამშრომელთა რაოდენობა მოიცავს 98,000-მდე თანამშრომელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.