კუპერტინოს და, განსაკუთრებით სტივ ჯობსის მისწრაფება კუბებისაკენ დიდი ხანია ცნობილია. შესაძლოა, რომ არასტანდარტულ აზროვნებაში სწორედ კუბი გახდა იდელაური ფიგურა: Power Mac G4, Mac mini, Apple Store-ის საცალო მაღაზია ნიუ-იორკში და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი Apple-თან არის დაკავშირებული, მაგრამ მანამდე ხომ არსებობდა NeXT Computer…
NeXT Computer-ში სტივ ჯობსმა კიდევ უფრო მეტად აჩვენა თავისი სიყვარული ამ გეომეტრიული ფიგურისადმი: კომპანიის პირველი კომპიუტერი და კომპანიის ლოგო სწორედ ამ ფორმისა იყო.
პირველი NeXT-ის ტექნიკური მახასიატებლები განსაცვიფრებელი იყო: ოპიკური დიკსწამყვანი 250 მბაიტი მეხსიერებით, 16 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება და საოპერაციო სისტემა UNIX.
NeXT Computer-ის მანქანა გაცილებით უკეთესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაფი იყო, ვიდრე ყველა ის კომპიუტერი, რომელსაც Apple აწარმოებდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო საკმარისი: გაყიდვების შედეგები არასაკმარისი იყო.
პირველი NeXT-ების გაყიდვები 1988 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო.