Apple Newton, ანუ უბრალოდ Newton — ერთ-ერთი პირველი ჯიბის პერსონალური კომპიუტერია, ასე ვთქვათ, თანამედროვე პლანშეტური კომპიუტერის დიდი ბაბუა გახლავთ. Newton-ის შემუშავება Apple-ში 1993 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარეობდა, მაგრამ მოწყობილობის ოფიციალური დასახელება — MessagePad იყო, ხოლო Newton — ამ მოწყობილობის საოპერაციო სისტემის სახელი.
მოდელი Newton MessagePad 2100 ჯიბის კომპიუტერების ეპოქის დამაგვირგვინებელი გახდა. რათქმაუნდა, ამ მოდელს არ შეეძლო ეტრაბახა მცირე ზომებით, რომლებსაც ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ სამაგიეროდ მას ჰქონდა კარგი ტექნიკური შიგთავსი, კერძოდ: გაფართოებადი მეხსიერება და ქსელური ინტერფეისის Ethernet მხარდაჭერა.
ყველაზე საინტერესო კი იყო არა თვით მოწყობილობა Newton, არამედ სტივ ჯობსის დამოკიდებულება მისადმი, როდესაც ის კომპანიაში დაბრუნდა. სტივი არ მალავდა უარყოფით ემოციებს ამ პროდუქტისადმი და Newton-ის ცალკე კომპანიად გამოყოფაც კი სურდა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, MessagePad 2100 მაინც გამოვიდა გაყიდვაში. ის 1997 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა და Newton-ის უკანასკნელი მოდელი იყო.