ახალი საოპერაციო სისტემას Mac OS X 10.3, მორიგი კატა — „პანტერას“ მომხმარებელი დიდი ხანი ელოდა. ყველას კარგად ესმოდა, რომ ეს იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული და გასაოცარი, რომ ამ ვერსიაში ბევრი სიახლე და საინტერესო იქნებოდა. და კუპერტინოში იცოდნენ, რომ ისინი უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ გაემართლებინათ მოლოდინი. პირველი ბეტა-ვერსია 2003 წლის ზაფხულში გამოვიდა, WWDC-ზე.
მართლაც იყო საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია იმდენად კარგი რამდენადაც ეს მომმხარებლებს წარმოდგინათ? დიახ.
აი, რა განაცხადა ფილ შილერმა:
„150-ზე მეტი ახალი ფუნქციით, ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ იმ ინოვაციებს, რომლებიც სხვა საოპერაციო სისტემებში მრავალი წლის შემდეგ გაჩნდება. Mac-ის ათასობით მომხმარებელი პირველად გაეცნობა ისეთ არაჩვეულებრივ ფუნქციებს, როგორიცაა, მაგალითად iChat AV, ან Expose“.
ხოლო მარკეტინგული ეფექტის გასაძლიერებლად Apple-ში გადაწყვიტეს მოეწყოთ ნამდვილი „პანტერას ღამე“: გაყიდვების დაწყება საღამოს 8 საათზე დაგეგმეს.
„პანტერას“ ღამის გაყიდვები 2003 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო.