სტივ ჯობსი ყოველთვის ექსტრაორდინალური პიროვნება იყო და მის ცხოვრებაზე დაკვირვება (არა პირადზე, რათქმაუნდა), ფრიად საინტერესო რამ. სტივს, მაგალითად შეეძლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დაერწმუნებინა საზოჰადოება, რომ iPod-ს არ სჭირდებოდა არც ფერადი ეკრანი, არც ფოტოების დათვალიერების ფუნქცია, არც ვიდეოს ყურების შესაძლებლობა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ სტივი მოულოდნელად განაცხადებს, რომ ეს ფუქნციები უბრალოდ აუცილებელია თითოეული მომხმარებლისათვის. მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ყველას სჭირდება — და დაიწყო.
რასკვირველია, თუ სტივი რამეს გადაწყვეტდა, საქმეც ბოლომდე მიყავდა.
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თქვენ შეგეძლოთ აგეღოთ iPod და მის ეკრანზე ფოტო და ვიდეო შიგთავსი გენახათ. უფრო მეტიც, იდეა იმდენად გაბედული იყო, რომ უნდა მომხმადირყო გამოსახულების ტელევიზორის ეკრანზე გატანა.
შედეგად, სტივ ჯობსის სურვილები და ჩანაფიქრები ახალ iPod Photo-ში განხორციელდა, რომლის დებიუტი 2004 წლის 26 ოქტომბერს მოხდა. 40 გბაიტიან iPad Photo-ში Apple 499 დოლარს ითხოვდა, ხოლო 60 გბაიტიანი ვერსია 600 დოლარი ღირდა.